ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.09.2022 ბოლო ცვლილება 18.10.2022
ნომერი
№12/ნ
სარეგისტრაციო კოდი
310150000.77.090.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №12/ნ

2022 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
 „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმა და აღწერილობა (დანართი №1);
ბ) „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) გაცემის წესი“(დანართი №2).
მუხლი 2
 ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბრიდან.

დირექტორილევან გამყრელიძე




დანართი №1

ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC)  ფორმა და აღწერილობა

1. სეტრიფიკატი ერთგვერდიანია (A4 ფორმატი) და მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გამცემი ორგანოს დასახელება;

ბ) გაცემის თარიღი;

გ) სახელი, გვარი;

დ) დაბადების ადგილი და თარიღი;

ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა სერტიფიკატი;

ვ) ბარკოდი;

ზ) ხელმოწერები (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის).

 დანართი №2

 ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC)  გაცემის წესი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტრანსპორტის მენეჯერის (შემდგომში – მენეჯერი) კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC)  გაცემის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და საბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის შესაბამისად.         

2. წესი განსაზღვრავს მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) გაცემის პირობებს.

3. სერტიფიკატის გაცემა ხორციელდება სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ.  

მუხლი 2. სერტიფიკატის გაცემის პირობები და პროცედურები

1. სერტიფიკატის გაცემა წარმოებს შემდეგ შემთხვევაში:

ა) პირველადი გაცემისას;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის პერსონალური მონაცემების შეცვლისას (საცხოვრებელი ადგილის/ქვეყნის, გვარისა და სხვა მონაცემების, რომლებიც გავლენას ახდენენ სერტიფიკატის და მისი მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე);

გ) სერტიფიკატის დაკარგვის ან მოპარვისას;

დ) სერტიფიკატის დაზიანებისას, რის შედეგადაც მისი გამოყენება შეუძლებელია.

2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, დაინტერესებულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ახორციელებს ან სურვილი აქვს  განახორციელოს ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვა გადამზიდველ კომპანიაში;

ბ) გავლილი აქვს სააგენტოში ან შესაბამის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალური სწავლება, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცემებს:

ბ.ა) გამცემი ორგანოს დასახელება;

ბ.ბ) გაცემის თარიღი;

ბ.გ) სახელი, გვარი;

ბ.დ) დაბადების ადგილი და თარიღი;

ბ.ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა დიპლომი;

ბ.ვ) ბარკოდი;

ბ.ზ) ხელმოწერა (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის).

3. სერტიფიკატის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მენეჯერის სერტიფიკატის მიღებაზე (შეცვლაზე), რომელსაც თან უნდა ახლდეს:

ა) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს მენეჯერის მომზადების სწავლების გავლას;

გ) განმარტება სერტიფიკატის დაკარგვის, (მოპარვის), გარემოებათა შესახებ (სერტიფიკატის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში).

4. გაცემული სერტიფიკატების უწყებრივი რეესტრი წარმოებს ელექტრონული სახით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სერტიფიკატის დასახელებას;

ბ) გაცემის თარიღს;

გ) სერტიფიკატის ნომერს;

დ) მონაცემებს სერტიფიკატის მფლობელისა (ფიზიკური პირის გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი);

ე) სერტიფიკატის გამცემის დასახელებას.

 მუხლი 3. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი

სერტიფიკატის  გაუქმების საფუძველია:

ა) ახალი სერტიფიკატის შეცვლა;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალება.

 მუხლი 4. სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებები

სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:

ა)  გამოიყენონ სერტიფიკატი მხოლოდ დანიშნულისამებრ;

გ) გამოიყენონ მხოლოდ თავისი სერტიფიკატი;

გ) არ გადასცენ სერტიფიკატი გამოყენებისათვის მესამე პირს;

დ) მოთხოვნისთანავე წარუდგინონ სერტიფიკატი შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირებს.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.10.2022.
როდის იქნა მიღებული „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“?
„ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 15.09.2022. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №12/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.77.090.016012.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.10.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.10.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, №12/ნ, 15.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5569416/