„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.131.016440
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. ქობულეთი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისადობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ (სსმ, 29/04/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.131.016402)  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის №10 დადგენილების  პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

1. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) არ აღემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება ქობულეთის   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 980 (ცხრაას ოთხმოცი ) ლარისა.

2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯები აუნაზღაურდება:

ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის;

ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის;

გ)  საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის.

3. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯები აუნაზღაურდება შემდეგნაირად:

ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის 60% – 588 (ხუთას ოთხმოცდარვა) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის 20 % – 196 (ასოთხმოცდათექვსმეტი)  ლარი;

გ)  საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის  20 %  – 196 (ასოთხმოცდათექვსმეტი) ლარიю

4. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის, საკრებულოს კომისიების სხდომებსა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯებისა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით ამ დოკუმენტაციის მომზადება, შევსებასა და  წარდგენასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირ(ები)ი განისაზღვროს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026  წლის 1 თებერვლიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ ჟღენტი