სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №32/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018811 59
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/03/2026
539 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 15.10.2024 საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე საგაკვეთილო საათი კვირაში 89% 19.06.2024 საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ კლასი 86% 09.09.2020 პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 15.03.2019 საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 24.01.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №32/ნ 2026 წლის 12 მარტი ქ. თბილისი სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის №160/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე დანართი სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) ადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის როგორც საკონტაქტო, ისე არასაკონტაქტო საათების შრომის ანაზღაურების ოდენობის გაცემის წესსა და პირობებს, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში არეგულირებს „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებით გათვალისწინებული ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების განსაზღვრას. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესითა და პირობებით“ განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს: ა) საკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სწავლებისთვის განსაზღვრულ საათებსა და ამავე პროგრამის შემადგენელი მოდულის სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრულ შეფასების საათებს; ბ) არასაკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებელ საათებს. მუხლი 3🔗. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების ოდენობა 1. პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების (შემდგომ – ერთი საათის შრომის ანაზღაურება) მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მინიმალური ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ერთი ციკლის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯების დეფიციტი. ამასთან, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები. მუხლი 4🔗. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 1. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მისი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად, რომლის გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპით – მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრული შეფასების საათების რაოდენობა გამრავლებული ოთხზე და დამატებული საკონტაქტო საათების რაოდენობა. 2. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების განხორციელების შემთხვევაში პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთა მოიცავს მხოლოდ ჩატარებული საათების რაოდენობას.