ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2026
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016493 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/03/2026
773 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
წარჩინებული სტუდენტი
პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად და ამასთანავე, აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ პირობებს
მუხლი 2
სტიპენდია
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტისათვის გადაცემული ფულადი თანხა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 08.01.2026 ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 30.01.2026 დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 25.02.2016 აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 12.09.2017 განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 05.02.2016

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2026 წლის 2 მარტი ქ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის დაწესდეს მუნიციპალიტეტის მერის  სტიპენდია. (შემდგომ- „მერის სტიპენდია”). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის გაცემის წესი“ თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეჯანო პერტაია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის მერის სტიპენდიის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (შემდგომ – „მუნიციპალიტეტი“) რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის გაცემის წესი (შემდგომ – „წესი“) განსაზღვრავს ამ წესით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებულ სტუდენტებზე მუნიციპალური სტიპენდიის (შემდგომ – „სტიპენდია“) გაცემის პირობებს და პროცედურებს. 2. წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით. 3. ამ წესით დადგენილი სტიპენდიის გაცემა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 05 03) ფარგლებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება -საქართველოს კანონის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ შესაბამისად ავტორიზებული და აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ბ) წარჩინებული სტუდენტი – პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად და ამასთანავე, აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ პირობებს; გ) სტიპენდია – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტისათვის გადაცემული ფულადი თანხა.    მუხლი 3🔗. სტიპენდიის გაცემის პირობები სტიპენდია გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) განცხადების წარდგენის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 5 წლის განმავლობაში  რეგისტრირებულია  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში; გ)  არის ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისის სტუდენტი (ბაკალავრიატი); დ) განცხადების წარდგენის მომენტისთვის აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი (გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სხვა საფუძვლით არა აქვს შეჩერებული ან შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი); ე) შესაბამისი სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში საბოლოო შეფასება აქვს (A) ფრიადი – 91-100 ქულა. მათ შორის საუკეთესო ქულების მქონე 30 სტუდენტი; ვ) ჩხოროწყუს მერის სტიპენდია გაიცემა  აკრედიტებული უმაღლესი საგანამნათლებლო დაწესებულების  30 წარჩინებულ საუკეთესო სტუდენტზე სემესტრის განმავლობაში. თანაბარი ქულების შემთხვევაში  დადგენილ კვოტებზე დამატებით გამონაკლისის სახით შეიძლება დაემატოს ,თუ შედეგად თანაბარი ქულების მქონე ორი ან მეტი სტუდენტია. მუხლი 4🔗. სტიპენდიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა, შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) განაცხადება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; გ) სტუდენტის პირადი საბანკო რეკვიზიტები; დ) სტუდენტის ცნობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან); ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში, ცნობა დოკუმენტი  დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ  ,უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან; ვ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის  სტატუსის შესახებ,სემესტრის განმვალობაში გავლილი ყველა სალექციო კურსისა(საგანი) და აკადემიური  მოსწრების ქულების მითითებით(მატერიალური დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერით და სველი ბეჭდით დამოწმებული,ხოლო ელექტრონულად წარმოდგენის  შემთხვევაში ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპის დამოწმებული); ზ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობა. მუხლი 5🔗. სტიპენდიის ოდენობა 1. სტიპენდიის ოდენობა თითოეული წარჩინებული სტუდენტისათვის თვეში  შეადგენს 250 (ორასორმოცდაათი) ლარს. 2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად (5 თვის განმვალობაში), სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების შესაბამისად. მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების მომზადება, მიღება და აღსრულება   1. სტიპენდიის გაცემის შესახებ განცხადების განიხილავის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება სპეციალური კომისია. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით,რომლის შემადგენლობაში შედიან: მერის პირველი  მოადგილე, მერის მეორე მოადგილე, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ,ახალგაზრდობის საკითხებში სპეციალისტი. კომისიაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს  სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებით დამტკიცებული „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“, ასევე ამ წესის შესაბამისად და მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს დასკვნას/მოხსენებით ბარათს. 3. სტიპენდიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 4. წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. სტიპენდიის თანხის გადარიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით. მუხლი 7🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისია მოიწვევა საჭიროებისამებრ  კომისიის თავმჯდომარის მიერ; 2. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა აუცილებლობის შემთხვევაში; 3. კომისია განცხადებებს განიხილავს სხდომაზე და გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. კომისიაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი; 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი; 5. სხდომას საჭიროების შემთხვევაში უნდა ესწრებოდეს(შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში) განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი. მუხლი 8🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა აღნიშნულ წესში ცვლილების და დამატეტების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.