📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 06.03.2026
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016416 70
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/03/2026
538 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.03.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.02.2026 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.02.2026 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.02.2026 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2026 წლის 6 მარტი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი – 450 ოდენობით, მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშება მოხდეს ფორმულით CN=IMG X ITL X C x K სადაც CN არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 მ​2-ზე. IMG არის ყაზბეგისათვის დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია. ITL არის ლოკალურ–ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დაბა სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით (დ.სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება). C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ​2-ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით. K – არის მიწის ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 მ​2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით: № IMG მაკრომდებარეობის ინდექსი ITL – ლოკალურ- ტერიტორიული ინდექსი C საბაზისო განაკვეთი K მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი CN=IMG X ITL X C x K 0,2 1,0 0,24 450 21,6 მუხლი 3🔗 ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის არეალებში გამავალ „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა-თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დაბა სტეფანწმინდის. სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში. (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 15,12 ლარს 1 მ​2-ზე; ბ) შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %-ით, რაც შეადგენს 12,96 ლარს 1მ​2-ზე. მუხლი 4🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 დეკემბრის №496 დადგენილებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის სამმაგი ოდენობით და დადგინდეს 64,8 ლარი 1 მ​2-ზე. მუხლი 5🔗 ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60%-ით, რაც შეადგენს 12,96 ლარს 1 მ​2-ზე. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.151.016398) ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მუხლი 7🔗 დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 8🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბი ზილინაშვილი