„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მიღების თარიღი 11.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/73
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016949 13
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/03/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის
მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/73
2026 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 59-ე მუხლი:
„მუხლი 59🔗. ელექტროსადგურის მფლობელი პირის, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების დროებითი წესი
1. ელექტროსადგურს, რომელიც 2025 წელს რეგისტრირებული იყო საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, ამავდროულად, მისი სიმძლავრიდან გამომდინარე, ექვემდებარება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე კვალიფიცურ საწარმოდ, როგორც წარმოების ლიცენზიატი, რეგისტრაციას და ამ წესების 41 მუხლით დადგენილ ვადებში, მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზ(ებ)ის გამო, ვერ დაასრულა საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვა, უფლება აქვს, ამ წესების 41 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია.
2. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმება ხორციელდება ამ წესების 41 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესების 41 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დასტურდება მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებული საანგარიშსწორებო მრიცხველების გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი განახორციელებს პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ოდენობით.
3. ამ მუხლის შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს რეგისტრაცია გაუუქმდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის ან პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ გარემოებებიდან რომელიმეს დადგომის დღიდან.“.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი