საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 2 26 00000523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანებ №REG 2 26 00000523

2026 წლის 10 მარტი 

 

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, :

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 15 აგვისტოს №REG62400002220 ბრძანება. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურზე“ (ს/კ 402314170; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა № 57) გაცემული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000081).

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს, ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (ს/კ 402314170) დირექტორის, როლა შავლაყაძის განცხადება: №293351, 06.03.2026. 

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                          ლეილა ქოჩიაშვილი