„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №129 |
|
2026 წლის 31 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დაწესებულება ვალდებულია, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განათავსოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების პროცესში.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესებულება და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით განხორციელებასა და პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან თანამშრომლობით.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების გავლას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომში − სამინისტრო) ან/და სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში − ცენტრი);“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვის პროცედურების ორგანიზების მიზნით, დუალური სწავლების შემთხვევაში, სასწავლო საწარმოსთან თანამშრომლობასა და აპლიკანტებთან კომუნიკაციას;“;
გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაწესებულებებს უზიარებენ პროგრამის განხორციელების პროცესში მიღებულ გამოცდილებას, ასევე აწვდიან ინფორმაციას გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების შესახებ;“.
4. მე-8 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაწესებულება ვალდებულია, სასწავლო საწარმოს მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების სტანდარტებისა და პროგრამის განხორციელების წესების, პროფესიული სტუდენტების უფლებების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე სასწავლო საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის ან/და სხვა სპეციალური რეგულირებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გარეშე საქმიანობის განხორციელების ან საწარმოს მიმართ გაკოტრების/ლიკვიდაციის საქმისწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, აცნობოს ცენტრს.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ხელშეკრულება ავტორიზაციის, პროგრამის დამატების ან განხორციელების უფლების მოპოვების, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის გაზრდისა და პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების მიზნებისთვის წარედგინება ცენტრს.“.
5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებაში ახალი სასწავლო საწარმოს ჩართვას. პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება შესაბამისი გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის განახლებას.“.
6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მაკოორდინირებელი ორგანოები
1. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის კოორდინაცია ხორციელდება სამინისტროსა და ცენტრის მიერ.
2. ცენტრის ფუნქციებია:
ა) შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირება/პროგნოზირება და პროფესიის სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება;
ბ) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის:
ბ.ა) სასწავლო საწარმოებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღება;
ბ.ბ) სასწავლო საწარმოსა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;
გ) შუალედური შეფასებისას და საკვალიფიკაციო გამოცდების პროცესში დაწესებულებებისა და სასწავლო საწარმოების კონსულტირება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სამინისტროს ფუნქციებია:
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის:
ა) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების დანერგვა და, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ბ) დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მხარდაჭერა, მათ შორის, სასწავლო საწარმოების კონსულტირება და სასწავლო საწარმოებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია;
გ) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი დარგის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
7. თავი III ამოღებულ იქნეს.
8. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|