1. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე შემდეგი სუბიექტები:
ა) ვეტერინარული დაწესებულება − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ზოონოზური დაავადებებისგან დაცვას (მათ შორის, ანტირაბიულ ვაქცინაციას).
ბ) თავშესაფარი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის დროებით მოვლა-პატრონობას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, ვაქცინაციას ან/და უპატრონო ცხოველისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიებას;
გ) ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) − პირი, რომელიც უზრუნველყოფს მეპატრონის მიერ მიბარებული ცხოველის დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას;
დ) საშენი − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას, აგრეთვე ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას, სანაშენე ცხოველისა და მიღებული ნაყარის დოკუმენტურ აღრიცხვას;
ე) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება − პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით;
ვ) რეალიზატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის მოვლა-პატრონობას, ყიდის მას, აგრეთვე უზრუნველყოფს ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროულ ვაქცინაციას და სხვა სახის ვეტერინარულ მომსახურებას;
ზ) ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ჰიგიენური და გარეგნული მდგომარეობის შენარჩუნებასთან/გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
2. ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი:
ა) ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია;
ბ) უფლებამოსილი არ არის, მომსახურება გაუწიოს ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები ცხოველის კეთილდღეობის დაცვის უზრუნველსაყოფად ვალდებული არიან შეასრულონ ცხოველის მოვლა-პატრონობის ზოგადი მოთხოვნები:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ბ) უსაფრთხოების წესების დაცვა;
გ) ცხოველის დარწყულება და საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე კვება;
დ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;
ე) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა;
ვ) ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვ