1. აკრძალულია ცხოველის მიტოვება, გარდა ამ წესით გათვალისწინებული ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების არსებობის შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეპატრონე ვალდებულია გონივრულ ვადაში ცხოველისთვის მოიძიოს ახალი მეპატრონე, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − გადაიყვანოს იგი თავშესაფარში განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად.

3. მეპატრონის მიერ ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების შემთხვევაში ახალი მეპატრონის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში სავალდებულო