1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანო არის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.
2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს:
ა) მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;
ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;
გ) საშენის რეგისტრაციას;
დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას;
ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;
ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას;
3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დროებითი განთავსების, მოვლა-პატრონობის, პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს კანონით დადგენილი წესი