1. ამ წესის მიზანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი საქმიანობისთვის ან/და ქმედებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას.
2. ამ წესის ამოცანებია:
ა) შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან;
ბ) შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან;
გ) შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.
3. ამ წესის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:
ა) შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
ბ) შინაური ბინადარი ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველყოფა;
გ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა;
დ) შინაური ბინადარი ცხოველების მეპატრონეებისა და მიმკედლებლების ვალდებულებების განსაზღვრა;
ე) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისთვის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა;
ვ) შინაური ბინადარი ცხოველის პოპულაციის მართვა.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზ