1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვე);
გ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებისა) და მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულებათა
და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა (ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;
ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები;
ზ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების თავმჯდომარეები, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები – მერები;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;
ი) მოსამართლეები;
კ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;
ლ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;
მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
ნ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები;
ო) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს უსკოს თავმჯდომარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.