კანონით
დადგენილი
ვადების
ათვლა
1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).
2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის მომდევნო დღიდან ათვლას.
3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის წინა დღიდან ათვლას.
4. ჩასატარებელი არჩევნებისთვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილ