უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპებია:

ა) არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება:

ა.ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს არჩევნების დღისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;

ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება;

ა.გ) არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;

ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება:

ბ.ა) არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ;

ბ.ბ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს;

გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება:

გ.ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნები პირდაპირია;

გ.ბ) უმაღლესი საბჭოს წევრს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;

დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა:

დ.ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით;

დ.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობა