1. საარჩევნო პერიოდში, უსკოს, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე უსკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
3. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და უსკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უსკო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების/ხელმძღვანელი პირებისათვის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირებისათვის გასცეს შრომის ანაზღაურება, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
5. გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს/ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელ პირებს ერთჯერადად ეძლევათ შრომის ანაზღაურება, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
6. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებული უსკოს აპარატის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურება, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრთა ანაზღაურება არ ექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანების გადახდას.
7. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა/ხელმძღვანელ პირთა, უსკოს აპარატის თანამშრომელთა, ასევე ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროექტებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უსკო კანონმდებლობის შესაბამისა