1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს.
2. არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია.
3. წარდგენილ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 15-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი.
4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი.
5. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის სხვადასხვა პარტიულ სიაში შეყვანა
.
6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია.
7. პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას მასში შეყვანილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს ამ კანონის დანართით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტიდან რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად. კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. პარტიას უფლება არა აქვს, რომელიმე მუნიციპალიტეტისთვის ამ მუნიციპალიტეტის დელეგატობის ერთზე მეტი კანდიდატი განსაზღვროს. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განისაზღვროს. თუ პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად ამ პუნქტის დარღვევით განისაზღვრა, უსკოს თავმჯდომარე სათანადო პარტიის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მისი აღმოფხვრისთვის 3-დღიან ვადას განუსაზღვრავს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად არ განისაზღვრება. რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრი მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში ამ მუნიციპალიტეტის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტიამ, რომელმაც იგი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, უმაღლესი საბჭოს შესაბამის არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო, რომლებმაც აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მისცეს ხმა. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ამ პუნქტის მიზნებისთვის უპირატესობა ენიჭება უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომლის მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განმსაზღვრელმა პარტიამაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. ამ პუნქტის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტი არის ამ კანონის დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტი.
8. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით). პარტიულ სიას უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის:
ა) ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
ბ) მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა) კანდიდატის თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე;
ბ.ბ) რომ კანდიდატი იმ პარტიის წევრია, რომლის პარტიული სიითაც არის წარდგენილი;
ბ.გ) კანდიდატის მიერ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება;
ბ.დ) კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 5 წლის ცხოვრების ფაქტი;
გ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
დ) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
დ) სქესი;
ე) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
ვ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ზ) თანამდებობა (საქმიანობა);
თ) ბოლო არჩევნების შედეგად უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის ფაქტ