1. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (არქივარიუსის) თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.გ) „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.დ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
2. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (არქივარიუსის) თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილებ