1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დარგში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა;

ე) რუსული ენის კარგად ცოდნა;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ზ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ზ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ზ.ბ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.გ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

თ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ი) პასუხისმგებლობის გრძნობა;

კ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ლ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

მ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ნ) გუნდურად მუშაობის უნარი;

ო) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

პ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ