1. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (თავმჯდომარის მდივნის) თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ე) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ ცოდნა;

ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

თ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ი) გუნდურად მუშაობის უნარი;

კ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

2. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (თავმჯდომარის მდივნის) თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

ბ) უცხოური ენის ცოდნა.

თავი VIII

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახუ