1. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.გ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;

ე.დ) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი“;

ე.ე) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებით დამტკიცებული „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტი“;

ე.ვ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;

მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

ბ) უცხოური ენის ცოდნ