1. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 3 მაისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „პირველი და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის მინიმალური სტანდარტების“ მე-4 მუხლით.
2. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
გ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა.) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
3. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.
კონკურსის ჩატარე