1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება, კანდიდატი შეირჩევა და ინიშნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესით“.
3. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტოს საკონკურსო კომისია.
4. კონკურსის დადგენილი წესით გამოცხადებასა და ჩატარებას ორგანიზებას უწევს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.
5. კონკურსის პროგრამას, ფორმას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს, სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სააგენტოს საკონკურსო კომისია.
ატესტაციის ჩატარე