1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 231.4 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაბამისი დანიშნულებით გამოყოფილ სახსრებთან ერთად მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. მათ შორის:
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 206.4 ათასი ლარი.
ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,0 ათასი ლარი.
გ) „არასრულწლოვანთა მხარდაჭერა და პოზიტიური მშობლობის პროგრამა“ რაც გულისხმობს სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას და გაძლიერებას, საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 19,0 ათასი ლარი.
დ) პერსონალური ასისტენტის მომსახურება 5,0 ათასი ლარი.
2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგდანაწილებ