„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.009.874
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/120
2007 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) (სსმ III, 2005 წ., №16, მუხ. 161) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიები შემდეგნაირად:
ა) სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველო – ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისის, ისანი-სამგორისა და დიდგორის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ბ) სახელმწიფო სტატისტიკის ფოთის სამმართველო – ქალაქ ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის და მესტიის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
გ) სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის სამმართველო – ქალაქ ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის, საჩხერის, ვანის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
დ) სახელმწიფო სტატისტიკის გურჯაანის სამმართველო – გურჯაანის, თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ე) სახელმწიფო სტატისტიკის ბორჯომის სამმართველო – ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის;
ვ) სახელმწიფო სტატისტიკის გორის სამმართველო – გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ზ) სახელმწიფო სტატისტიკის მარნეულის სამმართველო – ქალაქ რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.“.
2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების“ მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ტერიტორიული ორგანო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაციულ საკითხთა და მონაცემთა გავრცელების განყოფილება;
ბ) მონაცემთა რედაქტირების და დამუშავების განყოფილება.“.
მუხლი 2. განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ი. სირაძე) 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების დასრულება.
მუხლი 4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 მუხლისა, ძალაში შევიდეს 2007 წლის 5 მარტიდან.
მუხლი 5. ამ ბრძანების მე-3 მუხლი ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
გ. არველაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/120. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.22.024.009.874.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №1-1/120, 29.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.009.874 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68842/