„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.000.000.11.104.006.632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/75
2004 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. დაევალოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (რ. დალაქიშვილი) 45 დღის ვადაში უზრუნველყოს დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების დასრულება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბენდუქიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრი ს ბრძანება №1-1/2699 - სსმ III, №175, 08.12.2008წ., მუხ.1790
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე.
3. დეპარტამენტის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ.
4. დეპარტამენტის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი; დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და საფინანსო რესურსები.
5. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს.
6. დეპარტამენტს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი წესით და ქონების გადაცემისათვის განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით (თხოვება, უზუფრუქტი და ა.შ.).
7. დეპარტამენტს აქვს საკუთარი ბეჭედი და დასრულებული ბალანსი.
8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრი ს ბრძანება №1-1/2699 - სსმ III, №175, 08.12.2008წ., მუხ.1790
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. დეპარტამენტი, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) საავტომობილო გზების ფუნქციონირების ორგანიზება, მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) საავტომობილო გზების სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომლის მონაწილეც არის საქართველო;
გ) საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;
დ) საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;
ე) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობისათვის შესაბამისი სახსრების, მათ შორის,ინვესტიციების მოზიდვა და მიზნობრივი ხარჯვის ორგანიზაცია, აგრეთვე ამ საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სატენდერო პირობების მომზადება და რეალიზაცია;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საავტომობილო გზების სფეროში დასაქმებულ პირთა საქმიანობის მართლზომიერების უზრუნველყოფა;
ზ) საავტომობილო გზების სფეროში შესაბამისი სტანდარტების, ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ინსტრუქციების, ზოგადი პრინციპებისა და სხვადასხვა მახასიათებლების დამუშავება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღება-რეალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე დარგში სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სისტემების ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება;
თ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების, გარემოსა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, ეროვნული სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა; დეპარტამენტის ყოველწლიური ობიექტებისა და სამუშაოების გეგმების დამტკიცება; პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის კატეგორიის სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცება;
კ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაობის კოორდინაცია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე; ექსტრემალურ პირობებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული და დაუყოვნებლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
ლ) საავტომობილო გზების სფეროს შემდგომი ეკონომიკური რეფორმის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; მისი ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების მომზადება;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასკვნებისა და შენიშვნების მომზადება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით, აგრეთვე სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია;
ნ) გადაცემული სახელმწიფო ქონების ფლობა და სარგებლობა;
ო) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სავტომობილო გზების სფეროში მოვლა-შენახვის, შეკეთებისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაცია, მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალი იმ სამუშაოების პროექტირება, რომლებიც არ საჭიროებენ საპროექტო კვლევა-ძიებას;
პ) საერთო სარგებლობის სავტომობილო გზების სფეროში საექსპერტიზო საქმიანობის (გარდა სახელმწიფო ექსპერტიზისა) ორგანიზაცია;
ჟ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება;
რ) ფასიანი საერთო სარგებლობის გზებზე მოსაკრებლებისა და საფასურის აკრეფის ორგანიზაცია და ადმინისტრირება;
ს) საავტომობილო გზების სფეროში სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტების, გრანტების, პროგრამებისა და სხვა დაფინანსებით მიღებული სახსრების მართვა, მათი ხარჯვის და რეალიზაციის მონიტორინგი; საინვესტიციო პროგრამების საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დამუშავება და მათი რეალიზაციის მონიტორინგი „საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონთა ნ მათი შესაბამისობის ნაწილში;
ტ) წევრობაზე დაფუძნებული საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაერთიანება და მათ საქმიანობაში მონაწილეობა.
უ) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგის, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ფ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განხორციელებულ მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, მონიტორინგი და კონტროლი;
ქ) საგზაო სამუშოების მიმდინარეობის შერჩევითი შემოწმება, სატენდერო-საპროექტო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2. დეპარტამენტი, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სახელმწიფოს სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვას, პერიოდულ შეკეთებას, რეკონსტრუქციას, მოდერნიზაციას, რეაბილიტაციას და მშენებლობას დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების, მიღებული გრანტების, კრედიტების და სხვა დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრების ხარჯზე.
31. დეპარტამენტი უფლებამოსილია ზემდგომი ორგანოს დავალებით განახორციელოს ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის სამუშაოებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დეპარტამენტი უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა მისთვის ამ დებულებით მინიჭებული მოვალეობების შესასრულებლად.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 3. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს დეპარტამენტის არამართლზომიერი აქტები და მოქმედებები.
3. დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამინისტროს ინფორმირება მის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
4. დეპარტამენტი ვალდებულია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე უძღვება დეპარტამენ ტის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში და საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და მის გამოყენებაზე, აგრეთვე საბიუჯეტო და სხვა ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს ამ დებულებით გათვალისწინებულ დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელებას და სრულად წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5. დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია,განსაზღვრული ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მოიწვიოს კონკრეტული საკითხის სპეციალისტი პირი.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
7. მოადგილეთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის, ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს პირველი მოადგილე.
8. დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილებები დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ფარგლებში და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
9. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და ანაზღაურების წესი.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);
ბ) ფინანსების მართვის სამმართველო;
გ) საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველო;
დ) საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობის და აუდიტის სამმართველო;
ე) შესყიდვების სამმართველო;
ვ) გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ორგანიზაციისა და მონიტორინგის სამმართველო;
ზ) საავტომობილო გზების განვითარების და განსახლების სამმართველო;
თ) საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველო;
ი) იურიდიული სამმართველო.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 51. ადმინისტრაცია (სამმართველო)
ადმინისტრაციის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
ბ) დეპარტამენტის შინაგანაწესის შემუშავება და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მონაწილეობით მის განხორციელებაზე კონტროლის გაწევა. წარდგინების შესაბამისად წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტების მომზადება;
გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მოსამსახურეთა შრომის წიგნაკებში შესაბამისი ჩანაწერების შეტანა;
დ) მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობების შემცველ ი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა) მომზადება და წარმოება;
ე) თანამდებობის პირთა მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;
ვ) დეპარტამენტის თითოეული თანამდებობისათვის პროფესიულ-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) მოხელეთა რეზერვის ჩამოყალიბება;
თ) დეპარტამენტის საშტატო ნუსხის მომზადება;
ი) დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის თანამშრომელთათვის დადგენილი წესის შესაბამისად კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება, პრაქტიკისა და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის თანამშრომელთა საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
ლ) დეპარტამენტში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი, შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია; დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი; შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და ორგანიზება;
მ) დეპარტამენტის საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;
ნ) სტრუქტურული ერთეულების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენტაციის) სისტემატიზირება, გაფორმების სისწორეზე კონტროლის განხორციელება და დეპარტამენტის არქივის საქმიანობის წარმართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;
პ) დეპარტამენტის საქმისწარმოების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მომსახურება;
ჟ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის;
რ) მასობრივ ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დეპარტამენტის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ს) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაცია, სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებათა დაგეგმვა და მათი მომზადება;
ტ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის შრომის ნორმალური პირობების შექმნა, გამოყოფილი სამეურნეო სახსრების მიზნობრივი ხარჯვა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით;
უ) ფასეულობების აღრიცხვა და დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სამეურნეო ინვენტარზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და დეპარტამენტის საქმიანობისათვის განკუთვნილ ფასეულობებზე მატერიალური პასუხისმგებლობა;
ფ) დეპარტამენტის კავშირგაბმულობის საშუალებების – სასელექტორო, რადიოკავშირების, კომპიუტერული და სხვა სახის ელექტროტექნიკის სააგენტო სისტემისა და ქსელის, კომპიუტერული ქსელის, სასადგურო მოწყობილობების, რადიოსადგურების ხარისხიანი ექსპლუატაცია, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ტექნიკური ნორმების დაცვით რეკონსტრუქცია-შეკეთება;
ქ) საინფორმაციო ჯგუფის მეშვეობით განახორციელოს კონტრაქტორი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის შეგროვება გზებზე არსებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების შესახებ, უზრუნველყოს მიღებული ინფორმაციის დეტალური დამუშავება და მოახდინოს ამ ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობაზე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე და შესაბამის დაინტერესებულ უწყებებზე;
ღ) დეპარტამენტის ელექტროკავშირგაბმულობის საშუალებების კომპიუტერული სისტემის პასპორტიზაცია;
ყ) დეპარტამენტის ელექტროკავშირგაბმულობის საშუალებების მუშაობის ანალიზი, კავშირგაბმულობის საშუალებათა კომპიუტერული სისტემის უსაფრთხო, უავარიო მუშაობისათვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება;
შ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 6. (ამოღებულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
მუხლი 7. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სრულყოფა, მათი საექსპლუატაციო მაჩვენებლების სისტემატური ამაღლების ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის და მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული გეგმების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება და დასამტკიცებლად წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე;
ბ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების და ტექნიკური ზედამხედველის მიერ წარმოდგენილი მიმდინარე შეკეთების სამუშაოების გეგმების ფინანსური ანალიზის მომზადება და მისი შესათანხმებლად წარდგენა ხელმძღვანელობის წინაშე;
გ) ყოველი თვის ბოლოს, მიმდინარე შეკეთების შესრულებული სამუშაოების მიღებაზე სამუშაოების გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადასტურება და შემდგომ მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
დ) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან წინადადებებით წარდგენა შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება პერსპექტიული გეგმებისა და გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების და სტიქიური მოვლენების პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრა;
თ) თანამშრომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამის სამსახურებთან საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად;
ი) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიმდინარე სამუშაოებზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება;
კ) გზებისა და მათი კუთვნილებების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი;
ლ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური მონაცემების მიღება, გადამუშავება და მათი სრულყოფა;
მ) ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა, რეგიონებში საავტომობილო გზების მდგომარეობისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელ სამუშაოთა შესახებ წინადადებების დაყენება დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე;
ნ) საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;
ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან ერთად საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების შეთანხმების პროცედურათა განხორციელება;
პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ აღრიცხული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საავტომობილო გზების მიხედვით კლასიფიკაცია. ავარიების წარმოშობის მიზეზებისა და პირობების ანალიზი, ე.წ. შავი წერტილების გამოვლენა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილების და შავი წერტილების გაჯანსაღებისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად წინადადებების მომზადება;
ჟ) საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოებზე კონტრაქტორი ორგანიზაციებიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე წარმოდგენილი ინფორმაციების განხილვა და მათი შეფასება;
რ) სამეცნიერო, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ს) საგზაო ნიშნების საავტომობილო გზების მიხედვით აღრიცხვა და მათი არსებული დისლოკაციის პროექტებთან შედარება. წინადადებების მომზადება არსებული დისლოკაციის პროექტების განახლებისა და საჭიროების შემთხვევაში ახალი დისლოკაციის პროექტების შემუშავების თაობაზე;
ტ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში საგზაო სამუშაოების წარმოების უზრუნველსაყოფად, მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების მომზადება და შეთანხმება საპატრულო პოლიციასთან. შემდგომში საგზაო ნიშნების სწორად განთავსებაზე კონტროლის დაწესება;
ფ) მოძრაობის ორგანიზაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებისა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში საპატრულო პოლიციასთან ერთად მონაწილეობის მიღება;
ქ) საპატრულო პოლიციასთან ერთად საგზაო მეურნეობის საგაზაფხულო დათვალიერების ჩატარება, შედეგების სათანადო გაფორმება, დასახული ღონისძიებების შესრულებაზე მონიტორინგი და წლის ბოლოსათვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სათანადო ინფორმაციის მომზადება;
ღ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 71. საავტომობილო გზების განვითარების და განსახლების სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე გზების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული პროგრამების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების ყოველწლიური და პერსპექტიული გეგმების რეალიზაცია-შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი;
გ) შესრულებული სამუშაოების მიღებაზე კონტრაქტით განსაზღვრული შესაბამისი საზედამხედველო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი სამუშაოების ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
დ) მიმდინარე სამუშაოებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ;
ე) მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი მოგვარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ვ) კონტრაქტორი ორგანიზაციების მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ზ) გზების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტირებაზე გასაცემი ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება განსახლების ჩარჩო დოკუმენტებისა და განსახლების სამოქმედო გეგმების დამუშავების კუთხით;
თ) მომზადებული განსახლების ჩარჩო დოკუმენტებისა და განსახლების სამოქმედო გეგმების წინასწარი ვარიანტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და პროექტების საბოლოო ვარიანტებისთვის შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება როგორც საერთაშორისო (დამფინანსებელი) ორგანიზაციების მიერ დადგენილი ნორმების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით;
ი) დამტკიცებული განსახლების სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული გზის განთვისების ზოლში მოქცეული, საკუთრებაში არსებული რეალურად აზომილი ფართობებისა და საკადასტრო მონაცემების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა და მათი დაზუსტება საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის;
კ) გზის განთვისების ზოლში მოქცეული თითოეული მიწის ნაკვეთიდან, გზის მშენებლობისათვის საჭირო ფართობების გამოსასყიდად, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გაყოფის რეგისტრაციისათვის აზომვითი ნახაზებისა და მათი ელექტრ ონ ული ვერსიების მომზადება და მესაკუთრეებზე გადაცემა;
ლ) განსახლების სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული გამოსასყიდი მიწის ფართობებისა და მათზე განთავსებული უძრავი ქონების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების დაზუსტება მესაკუთრეებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით ადგილზე ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე და მიღებული შედეგების დეპარტამენტში შექმნილ შესაბამის კომისიაზე განსახილველად წარდგენა;
მ) კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება, ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება, მათი გაფორმება და გამოსყიდული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების პროცესში მონაწილეობის მიღება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 8. საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სავტომობილო გზებისა და მასზე არსებული ხელოვნურ ნაგებობათა მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის და მშენებლობაში ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ) დარგის ნორმატიული ბაზის პროექტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივების, სტანდარტების, ინსტრუქციების, წესების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობის ობიექტების პროექტირების ყოველწლიური სატიტულო სიების მომზადებაში მონაწილეობა, მათი სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ტექნიკური მახასიათებლების, ტერმინებისა და სხვათა მართლზომიერების გათვალისწინებით;
დ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ხელოვნურ ნაგებობათა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობების საინჟინრო პროექტის დამუშავებაზე შესაბამისი დავალებების მომზადება;
ე) საინჟინრო პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;
ვ) წარმოდგენილი პროექტების განხილვა, ტექნიკურ მონიტორინგისა და შესაბამისი ანალიზის ჩატარების უზრუნველყოფა და ამის საფუძველზე წინადადების წარმოდგენა პროექტის შესაბამისობისა და მისი განხორციელების თაობაზე;
ზ) საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე დამკვეთის ფუნქციების განხორციელებასა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) მიღებული საინჟინრო პროექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია) შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმების განხორციელება და ექსპერტიზის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
ი) საპროექტო-საკვლევაძიებო სამუშაოების ყოველწლიური გეგმების დამუშავებისა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
კ) საჭიროების მიხედვით, შესრულებული სამუშაოთა ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა, ლაბორატორიული ანალიზებისა და სხვა თანამედროვე მეთოდოლოგიებით განსაზღვრული წესებისა და ნორმების შესაბამისად და ამის საფუძველზე სათანადო დასკვნებისა და წინადადების მომზადება და წარმოდგენა;
ლ) სახიდე გადასასვლელებისა და სხვა სპეციალური დანიშნულების საინჟინრო ნაგებობების დათვალიერება-გამოცდის ყოველწლიური გეგმების შემუშავება, მათი შესრულების კონტროლი და მიღებული ანგარიშების გათვალისწინება სამშენებლო სამუშაოების გეგმებში;
მ) არსებული წესების შესაბამისად, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერების პერიოდულად განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე;
ნ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;
ო) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 81. გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ორგანიზაციისა და მონიტორინგის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე გზების რეაბილიტაციის და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული პროგრამების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ყოველი წლის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ გარდამავალ ობიექტებზე შესასრულებელ სამუშაოებზე წარმოდგენილი საინვენტარიზაციო უწყისების და ხაზოვანი გრაფიკების გეგმებთან, ხელშეკრულებებთან და შესრულებებთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი, მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
გ) ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოების მიღებაზე კონტრაქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი სამუშაოების დამტკიცებულ გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შედარება და დადასტურება, შემდგომ მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
დ) სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი და ყოველი თვის შესრულებებზე დაყრდნობით ანალიტიკური ინფორმაციის წარმოდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ;
ე) სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ობიექტებზე წამოჭრილი საკითხების ადგილზე შესწავლა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე დასაბუთებული ინფორმაციის წარდგენა;
ვ) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე;
ზ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 82. საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და აუდიტის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოების შესრულების მონიტორინგი, ტექნიკური ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ მიმდინარე შეკეთების შესასრულებელ სამუშაოებზე მიღებული ინფორმაციის მომზადება და საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველოში ანალიზისათვის გადაცემა;
გ) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი, აგრეთვე ანალიტიკური ინფორმაციის წარმოდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ, ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების შესაბიმისად;
დ) ყოველი თვის ბოლოს მიმდინარე შეკეთების შესრულებული სამუშაოების შეთანხმებულ გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადასტურება, შესრულებული სამუშაოების მიღების აქტების დამოწმება და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა შემდგომი რეაგირებისათვის;
ე) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით;
ვ) საავტომობილო გზებისა და მათი კუთვნილებების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
ზ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე დეპარტამენტის მიერ უკვე გაცემული მშენებლობისა და ტექნიკური პირობების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი და კონტროლი;
თ) მიმდინარე შეკეთების დასრულებული სამუშაოების მიღება და დასრულებული სამუშაოების „მიღების აქტის“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე წარდგენა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებთან საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად;
კ) რეგიონებში საავტომობილო გზების მდგომარეობის შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის;
ლ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ადგილობრივი თვით მ მართველობის ორგანოებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად სტიქიური მოვლენებისა და მათი შედეგების შესახებ სათანადო აქტების შედგენა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთების, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშოების მიმდინარეობის შერჩევითი შემოწმება, სატენდერო-საპროექტო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ნ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შერჩევითი შემოწმების შედეგებზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და ხელმძღვანელობის წინაშე წარდგენა, შემდგომი რეაგირების მიზნით;
ო) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 9. იურიდიული სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა, დეპარტამენტისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება, წარმოდგენილ პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების გაკეთება;
ბ) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტთან, შესაბამის სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათი განხილვა და ვიზირება;
დ) ყველა ინსტანციის სასამართლოში დეპარტამენტის წარმომადგენლობა;
ე) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვა, შესაბამისი დასკვნების მომზადება და ვიზირება;
ვ) დარგში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების წინადადებების მომზადება;
ზ) დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;
თ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო ღონისძიებათა ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება;
ი) დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
კ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 10. ფინანსების მართვის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მოთხოვნების საფუძველზე დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირება;
ბ) დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად მატერიალური რესურსების აღრიცხვა;
გ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად დეპარტამენტის ქონების განკარგვის ფინანსური ასპექტების შესწავლა და მისი ეფექტურად მართვის მიზნით სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დეპარტამენტისათვის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების და განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე კონტროლის და მონიტორინგის განხორციელება;
ე) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;
ვ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრების (კრედიტებისა და გრანტების) ხარჯზე განსახორციელებელი სამუშაოების წლიური საფინანსო გეგმების მომზადება;
ზ) დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
თ) საკრედიტო ხელშეკრულებების წარმოდგენილი პროექტების, მასალების, დოკუმენტაციის შესწავლა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება;
ი) შესაბამისი მასალების მომზადება კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობისა და მათი ათვისების შესახებ სტატისტიკური, ფინანსური და სხვა საჭირო ანალიზებისა და ანგარიშების შედგენის უზრუნველსაყოფად;
კ) საერთაშორისო პროექტების განმახორციელებელ ერთეულებთან (ტრანსპორტის რეფორმებისა და რეაბილიტაციის ცენტრი) მჭიდრო ურთიერთობების წარმოება და შესაბამისი მასალებისა და წინადადებების მომზადება;
ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების უზრუნველყოფა კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე;
მ) დეპარტამენტის ბუღალტერიის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) დეპარტამენტის ბალანსზე არსებული მატერიალური და არამატერიალური აქტივების დადგენილი წესით აღრიცხვის წარმოება და ჩამოსაწერი ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინაშე წარდგენა შესაბამისი წესით მათ ჩამოწერაზე;
ო) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 11. შესყიდვების სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში დეპარტამენტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მშენებლობისა და მოდერნიზაციის, აგრეთვე კრედიტებითა და გრანტებით მიღებული სახსრების ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებზე შესყიდვების განხორციელების ორგანიზება;
ბ) საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე საბიუჯეტო ასიგნებებით შესასყიდი სამუშაოებისა და მომსახურებათა წლიური გეგმის შედგენა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
დ) შესყიდვებისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრული წესებისა და ნორმების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
ე) საქართველოში მოქმედი შესყიდვის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურების შესაბამისად სატენდერო დოკუმენტაციისა და შესყიდვებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და შესყიდვების შესახებ განცხადებებისა და ანგარიშების გამოქვეყნება;
ვ) პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი წინადადებების სატენდერო კომისიაზე განსახილველად გატანა და შესაბამისი ოქმის შედგენა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი წინადადებების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშა ჯგუფების შექმნა;
ზ) ტენდერის მონაწილეებისათვის ტენდერის შედეგების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინებათა დაგზავნა და გამარჯვებული პრეტენდენტისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
თ) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;
ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და პირობების დაცვის კოორდინაცია და სტატისტიკური, კვარტალური და წლიური ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის უზრუნველყოფა;
კ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 13. (ამოღებულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 14. (ამოღებულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 15. (ამოღებულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
მუხლი 16. (ამოღებულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94
მუხლი 17. (ამოღებულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №1-1/76 - სსმ III, №10, 26.01.2009წ., მუხ.101
მუხლი 18. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები
1. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია.
3. ტერიტორიული ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს შესაბამის ადმინისტრაც ი ულ-ტერიტორიულ ერთეულში.
4. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
5. ტერიტორიული ორგანოს დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
მუხლი 19. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.