,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს №1–1/948 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/170
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.22.024.009.919
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 31/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.024.009.919

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/170

2007 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს №1_1/948 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს №1_1/948 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულებაში” (სსმ №101, მუხლი 1130, 2005 წლის 29 აგვისტო) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფია კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის სამმართველო;”

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს მოხელეებს შორის აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე. მოადგილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის მოადგილე.”

4. IV  თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  ,,თავი IV. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია მუხლი 8. კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის სამმართველო

კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათი დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის განვითარების ხელის შემშლელი ადმინისტრაციული ბარიერების აღკვეთა;

გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დისკრიმინაციული ქმედებების, დაუსაბუთებელი სახელმწიფო სუბსიდიებისა (პირდაპირი და არაპირდაპირი) და შეღავათების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;

დ) იმ ქმედებების გამოვლენა, რომლებიც ზღუდავენ  ან შეუძლიათ შეზღუდონ კონკურენცია, როგორიცაა:

დ.ა) საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს ეკონომიკურ აგენტს და იწვევს კონკურენციის შეზღუდვას;

დ.ბ) სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა, შეჩერება ან სამეწარმეო საქმიანობის და დამოუკიდებლობის სხვაგვარი შეფერხება (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა);

დ.გ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციის მიზნით სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა ან უკვე არსებული სტრუქტურებისათვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას;

დ.დ) იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც იწვევენ ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის მინიჭებას, რაც არსებითად ზღუდავს კონკურენციას (გარდა კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა).

ე) იმ სახელმწიფო დახმარებების გამოვლენა, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას და თავისუფალ ფასწარმოქმნას (გარდა საქართველოს კანონებით დადგენილი გამონაკლისებისა);

ვ) იმ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების გამოვლენა, რომლებიც ნებისმიერი ფორმით აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას;

ზ) განსაკუთრებული საკუთრების მფლობელის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტებისათვის ქსელში დაშვებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის დადგენა;

თ) სახელმწიფო დახმარების ან მიზნობრივი პროგრამების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ი) შეზღუდული კონკურენციის პირობებში, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში, სადაც არ არსებობენ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები საზოგადოების სასიცოცხლო და ეკონომიკური ინტერესების დაცვა;

 კ) რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების მონიტორინგი სადაც არ მოქმედებენ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები.

ლ) რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და გამოქვეყნება.”

5. ამოღებულ იქნეს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

გ. არველაძე