„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№89/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.018868
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №89/ნ

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) დამტკიცებული:

ა) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ (დანართი №1) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):

ბ.ა) მე-4 მუხლის:

ბ.ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

ბ.ა.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

ბ.ბ)  მე-6 მუხლის:

ბ.ბ.ა) მე-7 - მე-9  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„7. მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი და მაგისტრატურის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო/პრაქტიკულ და საჭიროების შემთხვევაში კვლევით კომპონენტს.  

8. მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილი და არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის კვლევითი შინაარსის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს და უნდა ითვალისწინებდეს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის შესრულებას.

9. მაგისტრატურის საფეხურის არანაკლებ 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მინიჭებას. აღნიშნულ პროგრამაზე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაშვების წინაპირობების გარდა, დამატებით დაშვების წინაპირობაა არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში.“;

ბ.ბ.ბ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  81 პუნქტი:

„81. მაგისტრატურის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, კვლევითი შინაარსის არანაკლებ 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია სწავლის სფეროების კლასიფიკატორით განსაზღვრულ დეტალურ სწავლის სფეროში, გარდა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის №20/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სწავლის სფეროებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე
📎 დანართები (3)
დანართი 1.docx ⬇

დანართი №1

მუხლი 1. კვალიფიკაციის დონე

კვალიფიკაციის დონე წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელ ელემენტს, რომელიც აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარით“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს, შემდეგი სახით:

კვალიფიკაციის დონე ცოდნა და გაცნობიერება უნარი პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
დონე 1 საბაზო ზოგადი ცოდნა, რაც ქმნის საფუძველს სოციალური განვითარებისთვის, შემდგომი სწავლისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი დავალების შესრულებისათვის. საბაზო პრინციპებისა და ფაქტების იდენტიფიცირება და ინტერპრეტირება.

ნაცნობ გარემოში მარტივი და ერთგვაროვანი დავალებების შესასრულებლად საბაზო უნარების გამოყენება. ამ პროცესში გამოვლენილი მარტივი პრობლემების ამოცნობა და სტანდარტული წესებით გადაჭრის უნარი.

საკუთარი საქმიანობის შედეგების შესახებ მარტივ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

სტრუქტურირებულ, უცვლელ გარემოში უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ სწავლა ან/და მარტივი დავალების შესრულება.
დონე 2 სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს საბაზო ცოდნა და მისი გააზრება.

სწავლისა ან/და საქმიანობის სფეროში, შესაბამისი საბაზო შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების გამოყენება; ნაცნობი პრობლემების გადასაჭრელად სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენება; ფაქტების, პროცესების, მასალების შესახებ საბაზო ინფორმაციის მოძიება, შერჩევა, გაანალიზება, გამოყენება.

საკუთარი საქმიანობის შედეგების შესახებ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, არგუმენტირებული მსჯელობა კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

სტრუქტურირებულ, უცვლელ გარემოში სწავლა ან/და რუტინული დავალების შესრულება ხელმძღვანელობით და დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით.

საკუთარი საქმიანობის შეფასება.

საკუთარ საქმიანობასა და სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება.

დონე 3 სწავლის ან/და საქმიანობის სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესების, მეთოდებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა და გააზრება.

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროსთვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრის გამოყენება დავალებების შესასრულებლად; გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრა სათანადო წყაროების მოძიებით, ამოცნობით, ანალიზით, ასევე სათანადო მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების შერჩევითა და გამოყენებით.

ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სწავლასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სათანადო ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

პროგნოზირებად, ნაწილობრივ ცვალებად გარემოში საქმიანობასთან დაკავშირებული დავალების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება და საქმიანობა პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით.

პრობლემის გადასაჭრელად, გარემოების გათვალისწინებით, საკუთარი ქცევის ადაპტირება.

საკუთარი პროფესიული განვითარების შეფასება, ხელმძღვანელობითა და დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით სწავლა.

დონე 4 სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ფაქტობრივ გარემოებებსა და თეორიულ საფუძვლებზე დამყარებული ფართო ცოდნა და მისი გააზრება

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროსთვის დამახასიათებელი შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება.

არაერთგვაროვანი პრობლემების იდენტიფიცირება და მისი გადაჭრისათვის ინფორმაციის მოძიება, შერჩევა, კრიტიკულად გააზრება, სათანადო მიდგომის იდენტიფიცირება და შესაბამისობის შეფასება.

სწავლის ან/და საქმიანობის შესახებ კომუნიკაცია სტრუქტურირებული და თანმიმდევრული არგუმენტების მეშვეობით, კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

პროგნოზირებად, მაგრამ ცვალებად გარემოში საკუთარი საქმიანობის ან სწავლის მართვა სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით.

ერთგვაროვანი სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;

სამუშაო და სასწავლო აქტივობების შეფასებასა და გაუმჯობესებაზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღება.

დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით საკუთარი პროფესიული განვითარების შეფასება და სწავლა.

დონე 5 სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს მრავალმხრივი, სპეციალიზებული, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა (სრული ზოგადი განათლების შემდგომი) და მისი შესაძლებლობების (საზღვრების) გააზრება

მკაფიოდ განსაზღვრული აბსტრაქტული და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, ასევე კომპლექსური დავალების შესასრულებლად სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება, მათ შორის, სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება, მათი ანალიზი და შეფასება.

იდეებისა და ინფორმაციის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად გადაცემა სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

სწრაფად ცვალებად (არაპროგნოზირებად) გარემოში საქმიანობის პროცეს(ებ)ის ზედამხედველობა და მართვა პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით;

სხვების საქმიანობაზე პასუხისმგებლობის აღება;

საკუთარი და სხვების საქმიანობის შეფასება და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

საკუთარი სწავლის მიმართულებების განსაზღვრა და სწავლის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით განხორციელება.

დონე 6 სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ფართო (სრული ზოგადი განათლების შემდგომი) ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროსათვის დამახასიათებელი შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების გამოყენება რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების გადაჭრისათვის.

კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის/ნაშრომის განხორციელება წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

სფეროსთვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე განყენებული მონაცემების ან/და სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი უახლესი მეთოდის გამოყენებით; სათანადო დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებიც ითვალისწინებენ შესაბამის სოციალურ, სამეცნიერო ან/და ეთიკურ საკითხებს.

იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან კომუნიკაცია კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპლექსურ, არაპროგნოზირებად სასწავლო ან/და სამუშაო გარემოში განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა და მასზე პასუხისმგებლობის აღება.

საკუთარი საქმიანობის ეთიკის პრინციპების დაცვით განხორციელება.

საკუთარი და სხვების უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა.

საკუთარი შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით განხორციელება.

დონე 7 სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ღრმა, სისტემური ცოდნა და მისი კრიტიკული გააზრება, რომელიც მოიცავს სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ზოგიერთ უახლეს მიღწევებს და ქმნის საფუძველს ინოვაციებისათვის, ახალი, ორიგინალური იდეების განვითარებისათვის.

უცნობ ან მულტიდისციპლინურ გარემოში რთული პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება ან/და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.

რთული ან არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი, შეფასება და დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებშიც აისახება სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები.

საკუთარი დასკვნების, არგუმენტების და კვლევის შედეგების წარდგენა როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული საზოგადოებისთვის აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს მართვა და ადაპტირება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით.

პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში წვლილის შეტანა.

სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება;

საკუთარი სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა.

დონე 8

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რომელიც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა, მათ შორის, მულტიდისციპლინურ ან ინტერდისციპლინურ კონტექსტში.

სწავლის ან საქმიანობის სფეროს სისტემური და კრიტიკული გააზრება.

აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით კვლევის დაგეგმვა და განხორციელება; ახალი კვლევითი ან ანალიტიკური მეთოდების ან/და მიდგომების შემუშავება, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული (საერთშორისო რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე);

ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება კომპლექსური პრობლემების გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება (კვლევასა ან/და ინოვაციაში).

არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში ახალი ცოდნის დასაბუთებულად, გარკვევით წარმოჩენისა და გადაცემის უნარი როგორც კოლეგების, ასევე ფართო საზოგადოებისათვის.

ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ თემატურ დისკუსიებში მონაწილეობის უნარი.

აკადემიურ ან/და პროფესიულ კონტექსტში უახლეს მიღწევებზე დამყარებული კვლევითი პროექტების ან/და განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება ხელმძღვანელობითი, აკადემიური ან/და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, ასევე ინოვაციურობისა და დამოუკიდებლობის დემონსტირირებით.

მუხლი 2. არანაკლებ 120 ECTS კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის არანაკლებ 60-კრედიტიანი პირველი ნაწილისა და არანაკლებ 60-კრედიტიანი მე-2 ნაწილის სწავლის შედეგები და არანაკლებ 60-კრედიტიანი მოცულობის მაგისტრატურისა და კვლევითი მაგისტრატურის სწავლის შედეგები:

არანაკლებ 120 ECTS კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის არანაკლებ 60-კრედიტიანი პირველი ნაწილისა და არანაკლებ 60-კრედიტიანი მოცულობის მაგისტრატურის სწავლის შედეგები
კვალიფიკაციის დონე ცოდნა და გაცნობიერება უნარი პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
დონე 7 სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ღრმა, სისტემური ცოდნა და მისი კრიტიკული გააზრება, რომელიც მოიცავს სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ზოგიერთ უახლეს მიღწევებს და ქმნის საფუძველს ინოვაციებისათვის, ახალი, ორიგინალური იდეების განვითარებისათვის.

უცნობ ან მულტიდისციპლინურ გარემოში რთული ან არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი, შეფასება და დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებშიც აისახება სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები.

საკუთარი დასკვნებისა და არგუმენტების წარდგენა, როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული საზოგადოებისთვის აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს მართვა და ადაპტირება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით.

პროფესიული პრაქტიკის განვითარებაში წვლილის შეტანა.

სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება;

საკუთარი სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა.

არანაკლებ 120 ECTS კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის არანაკლებ 60-კრედიტიანი მეორე ნაწილისა და არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის კვლევითი შინაარსის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები
კვალიფიკაციის დონე ცოდნა და გაცნობიერება უნარი პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
დონე 7 სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ღრმა, სისტემური ცოდნა და მისი კრიტიკული გააზრება, სწავლის სფეროში ინოვაციებისათვის, ახალი, ორიგინალური იდეების განვითარებისათვის.

უცნობ ან მულტიდისციპლინურ გარემოში რთული პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება ან/და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.

რთული ან არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი, შეფასება და დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებშიც აისახება სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები.

საკუთარი დასკვნების, არგუმენტების და კვლევის შედეგების წარდგენა, როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული საზოგადოებისთვის აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს მართვა და ადაპტირება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით.

პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში წვლილის შეტანა.

სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება.

საკუთარი სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა.

დანართი 2.docx ⬇

დანართი №2

2. ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის შესაბამისი კვალიფიკაციების ზოგადი აღმნიშვნელებია:

ბაკალავრიატში მაგისტრატურაში[1] დოქტორანტურაში

ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი

Bachelor of Arts /BA

მეცნიერების ბაკალავრი

Bachelor of Science /BSc

სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრი

Bachelor of Music /BMus

ხელოვნების ბაკალავრი

Bachelor of Fine Arts/ BFA

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი Bachelor of Business Administration /BBA

ინჟინერიის ბაკალავრი

Bachelor of Engineering /BEng

ბაკალავრი Bachelor

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი

Master of Arts /MA

მეცნიერების მაგისტრი

Master of Science /MSc

სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი

Master of Music /MMus

ხელოვნების მაგისტრი

Master of Fine Arts / MFA

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი Master of Business Administration /MBA

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი Executive Master of Business Administration/EMBA

ინჟინერიის მაგისტრი Master of Engineering /MEng

მაგისტრი Master[2]

კვლევის მაგისტრი Master of Research (MRes) [3]

დოქტორი

PhD/ Doctor

[1] არანაკლებ 120 ECTS კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში შესაძლებელია მიენიჭოს მაგისტრატურის სვეტში მითითებული, დეტალური სფეროს შესაბამისი ყველა კვალიფიკაცია – გარდა კვალიფიკაციისა – კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master of Research (MRes) -Field of study

[2] არანაკლებ 120 ECTS კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის არანაკლებ 60-კრედიტიანი პირველი ნაწილისა და არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში ენიჭება შემდეგი კვალიფიკაცია – მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master -Field of study.

[3] არანაკლებ 120 ECTS კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის არანაკლებ 60-კრედიტიანი მეორე ნაწილის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა და არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის კვლევითი შინაარსის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში ენიჭება შემდეგი კვალიფიკაცია – კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master of Research (MRes) - Field of study.

დანართი-3.docx ⬇

დანართი №3

11. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, სწავლის სფეროების მიხედვით, უმაღლეს განათლებაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელებები:

სწავლის სფერო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შესაბამისი კვალიფიკაციების დასახელებები
011 განათლება
  1. 0111, 0112 და 0119 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროების შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA)-Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA)-Field of study

ან

ბ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc)-Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) -Field of study

ან

გ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor -Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master -Field of study

ან

დ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

  1. 0113 და 0114 დეტალური სწავლის სფეროების ფარგლებში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

ა) განათლების მაგისტრი Master of Education

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor -Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master -Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

021 ხელოვნება
  1. 0211-0219 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ აღნიშნული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები

ა) ხელოვნების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Fine Arts (BFA)- Field of study

ხელოვნების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Fine Arts (MFA) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

  1. 0215 დეტალურ სფეროში შემავალი მუსიკასთან დაკავშირებული სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Music (Bmus)- Field of study

სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Music (Mmus) – Field of study

ან

ბ) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA)- Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA) – Field of study

ან

გ) ხელოვნების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Fine Arts (BFA)- Field of study

ხელოვნების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Fine Arts (MFA) – Field of study

ან

დ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

  1. 0215 დეტალურ სფეროში შემავალი – თეატროლოგია, კინომცოდნეობა, ქორეოლოგია, დრამატურგია, ასევე 0213-ში არსებული ხელოვნების ისტორია და თეორიის სწავლის სფეროსთან დაკავშირებული კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA)- Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master-Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

022-023 ჰუმანიტარული მეცნიერებები

1. 0221-0229 და 0231-0239 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA ) – Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study.

ან

გ)კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 0231 დეტალურ სფეროში 0231.2.1 კოდით გათვალისწინებული სწავლის სფეროს (ლექსიკოგრაფია Lexicography) კვალიფიკაციის დასახელების ფორმულირებები:

ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA) – Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) ევროპული მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

European Master – Field of study

ან

დ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study.

031 სოციალური მეცნიერებები

0311-0319 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA) – Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA) – Field of study

ან

ბ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science(MSc) – Field of study

ან

გ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

დ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

032 ჟურნალისტიკა და ინფორმაციის მართვა

0321-0329 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA)- Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA)- Field of study

ან

ბ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით –

Master of Science (MSc) – Field of study

ან

გ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

დ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

041 ბიზნესი და

ადმინისტრირება

1. 0411 – 0414, 0416, 0418 – 0419 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბიზნესის ადმინისტირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration (BBA) – Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration (MBA)- Field of study

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Executive Master of Business Administration (EMBA) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master – Field of study

ან

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA)- Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA)- Field of study

ან

დ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science- Field of study

ან

ე) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

2. 0414 დეტალური სფეროს მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის, ორგანიზაციის განვითარების შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

ბ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

ან

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA) – Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts(MA) – Field of study

ან

დ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of studies

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of studies

042 სამართალი

0421-0429 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) სამართალი

სამართლის ბაკალავრი Bachelor of Laws (LLB)

სამართლის მაგისტრი Master of Laws (LLM)

ბ) საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი Bachelor of international law

საერთაშორისო სამართლის მაგისტრი Master of international law

გ) მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master – Field of study

დ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

051 ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები

0511-0519 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

052 გარემო

1. 0521-0529 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით – Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

2. 0522 დეტალურ სფეროში შემავალი მართვაზე ორიენტირებული სწავლის სფეროების შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration (BBA) – Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration (MBA) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

053 ფიზიკური მეცნიერებები

0531-0539 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc)- Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

054 მათემატიკა და სტატისტიკა

0541-0549 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

061 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები

0612-0619 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

ბ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

ან

გ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc)- Field of study

071 ინჟინერია და საინჟინრო საქმე
  1. 0711-0719 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ინჟინერიის ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Engineering (BEng)- Field of study

ინჟინერიის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Engineering (Meng) – Field of study

ან

ბ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

გ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

დ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

  1. 0716 დეტალური სფეროში მოცემული საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ინჟინერიის ბაკალავრი საზღვაო ინჟინერიაში

Bachelor of Engineering (BEng) in Marine Engineering

ინჟინერიის მაგისტრი საზღვაო ინჟინერიაში

Master of Engineering (MEng) in Marine Engineering

ბ) ინჟინერიის ბაკალავრი საზღვაო ელექტროინჟინერიაში

Bachelor of Engineering (BEng) in Marine Electrical Engineering

ინჟინერიის მაგისტრი საზღვაო ელექტროინჟინერიაში

Master of Engineering (MEng) in Marine Electrical Engineering

072 წარმოება და გადამუშავება

0721- 0729 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

ან

დ) ინჟინერიის ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Engineering (Beng) – Field of study

ინჟინერიის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Engineering (Meng) – Field of study

073 არქიტექტურა და

მშენებლობა

  1. 0731 – 0739 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა არქიტექტურისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ინჟინერიის ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Engineering (Beng) – Field of study

ინჟინერიის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Engineering (Meng) – Field of study

ან

ბ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

გ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

დ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

  1. 0731 დეტალურ სფეროში შემავალი მხოლოდ არქიტექტურის კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

არქიტექტურის ბაკალავრი Bachelor of Architecture (BArch)

არქიტექტურის მაგისტრი Master of Architecture (MArch)

081 სოფლის მეურნეობა
  1. 0811 -0819 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

2. 0811-0812 დეტალურ სფეროებში, მხოლოდ მართვაზე ორიენტირებული სწავლის სფეროების კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration (BBA)-Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration (MBA) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

082 მეტყევეობა
  1. 0821 და 0829 დეტალურ სფეროებში შემავალი (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

2. 0821 დეტალურ სფეროში შემავალი მართვაზე ორიენტირებული სწავლის სფეროების კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration (BBA)-Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration (MBA)- Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

083 მეთევზეობა

0831-0839 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc)-Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) -Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor -Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

084 ვეტერინარია

0841 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს კვალიფიკაციის დასახელების ფორმულირება

ვეტერინარიის მაგისტრი

Master of Veterinary Medicine (MVM)

091 ჯანდაცვა

1. 0911 დეტალურ სფეროში შემავალი დენტალური მედიცინის სწავლის სფეროს კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირება:

დიპლომირებული სტომატოლოგი

Doctor of Dental Medicine (DMD)

2. 0912 დეტალურ სფეროში შემავალი მედიცინისა და სტომატოლოგიის სწავლის სფეროებისთვის კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირება:

დიპლომირებული მედიკოსი Medical doctor /MD

3. 0913 დეტალურ სფეროში შემავალი საექთნო საქმისა და სამეანო საქმის სწავლის სფეროს კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირება:

(მხოლოდ საექთნო/სამეანო საქმე)

საექთნო საქმის ბაკალავრი Bachelor of Nursing (B.N)

საექთნო საქმის მაგისტრი Master of Nursing (M.N)

სამეანო საქმის ბაკალავრი Bachelor of Midwifery

სამეანო საქმის მაგისტრი Master of Midwifery

4. 0911- 0919 დეტალურ სფეროში შემავალი სწავლის სფეროების (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

ან

მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

5. 0916 დეტალურ სფეროში 0916.1.1 კოდით გათვალისწინებული სწავლის სფეროს (ფარმაცია) კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ფარმაციის ბაკალავრი Bachelor of Pharmacy (BPharm)

ფარმაციის მაგისტრი Master of Pharmacy (Mpharm)

092 სოციალური

კეთილდღეობა

0921 – 0929 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

ბ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

ან

გ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA) – Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA) – Field of study

101 პერსონალური მომსახურებები

1. 1013 – 1019 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ბ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

ან

გ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

ან

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA)- Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA) – Field of study

2. 1013 და 1015 დეტალურ სფეროებში, მხოლოდ მართვაზე ორიენტირებული სწავლის სფეროების კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration (BBA) - Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration (MBA) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

გ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

102 ჰიგიენა და პროფესიული ჯანმრთელობის მომსახურებები

1021-1029 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

ბ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

ან

გ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

103 უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები

1031-1039 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

ბ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

ან

გ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

104 ტრანსპორტის მომსახურებები

1. 1041 და 1049 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master – Field of study

ან

ბ) კვლევის მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Research (MRes) - Field of study

ან

გ) მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Science (BSc) – Field of study

მეცნიერების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Science (MSc) – Field of study

2.1041 დეტალური სფეროდან მხოლოდ საზღვაო მეცნიერების შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

საზღვაო მეცნიერების ბაკალავრი

Bachelor of Nautical Science

საზღვაო მეცნიერების მაგისტრი

Master of Nautical Science

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2026.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №89/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.018868.
სად არის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №89/ნ, 07.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018868 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6930053/