განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5 800.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

04 00

განათლება

5 800.0

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

5 400.0

04 02

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა

04 03

საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა

340.0

04 04

ა(ა)იპ  „წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია“

60.0

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება

დაფინანსება
ათას ლარში

04 01

5 400.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწებულებათა გაერთიანება“

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით  აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მთლიანად უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო დაფინანსების გამოყოფას და ყველა სხვა ღონისძიების გატარებას. ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ყვარლის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 22 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1352-ზე მეტი ბავშვი. არაეთნიკური მოსახლეობისთვის გვაქვს 3 საბავშვო ბაღი, რომელშიც დარეგისტრირებულია 30 აღსაზრდელი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 279 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი.

„სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია:

ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა;

ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება;

ა(ა)იპ  „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა.

თანამშრომელთა გადამზადება სტანდარტების შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობები, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი  სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და      ა(ა)იპ  „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწებულებათა გაერთიანებაში“ დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 4;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა

დაფინანსება
ათას ლარში

04 03

340.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირება, საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

მოსალოდნელი შედეგი

მოსწავლეთა ხელმისაწვდომობა სასკოლო პროცესში მონაწილეობაზე

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 4;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ „წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია“

დაფინანსება
ათას ლარში

04 04

60.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

გიმნაზიაში ფუნქციონირებს სრული საშუალო სკოლა, სადაც  259 ბავშვი სწავლობს, გიმნაზიასთნ ფუნქციონირებს სასადილო, როლმელიც ყოველდღიუარად სადილით აკმაყოფილებს გიმნაზიის ყველა ასაკის აღსაზრდელს და პედაგოგს,  ჰყავს 2 საკუთარი ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების ტრანსპორტირებას დილით და სკოლის შემდეგ, მთელს რაიონში.

მოსალოდნელი შედეგი

წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენა და აღზრდა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG