კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5 560.9 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

05 00

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი

5 560.9

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

1 921.0

05 01 01

სპორტული დაწესებულებების  ხელშეწყობა

1 781.0

05 01 01 01

ა(ა)იპ „ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლა“

880.0

05 01 01 02

ა(ა)იპ „ყვარლის  სპეციალიზირებული საფეხბურთო სკოლა“

440.0

05 01 01 03

შპს „ათლეტი“

15.0

05 01 01 04

ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბი „ყვარელი“

60.0

05 01 01 05

რაგბის კლუბი

26.0

05 01 01 06

ა(ა)იპ „ახალსოფლის კომპლექსური სასპორტო სკოლა“

360.0

05 01 02

სპორტული ღონისძიებები

140.0

05 01 03

სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

05 02

კულტურის სფეროს განვითარება

3 219.9

05 02 01

კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა

3 192.9

05 02 01 01

ა(ა)იპ „ყვარლის სამუსიკო სკოლების გაერთიანება“

530.0

05 02 01 02

ა(ა)იპ „ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრი“

492.9

05 02 01 03

ა(ა)იპ „ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი“

2 170.0

05 02 02

კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

05 02 03

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეყწობა

27.0

05 02 03 01

ნეკრესის ეპარქიის დაფინანსება

27.0

05 03

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

50.0

05 04

კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა

285.0

05 05

საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა

85.0

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 01

880.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლა“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სასპორტო სკოლა აერთიანებს სპორტის 9 მიმართულებას, ესენია: თავისუფალი ჭიდაობა (160 ბავშვი), ძიუდო (310 ბავშვი), ქართული ჭიდაობა (510 ბავშვი), ფრენბურთი (36 ბავშვი), ხელბურთი (60 ბავშვი), კალათბურთი (18 ბავშვი). კრივი (54 ბავშვი), კარატე (32 ბავშვი) და ჭადრაკი (30 ბავშვი). სასპორტო სკოლაში სპორტის 9 სახეობაში ჩაბმულია 750 ბავშვი. სულ სკოლაში დასაქმებულია 63 ადამიანი, მათ შორის 22 ტექნიკური  და  ადმინისტრაციული  პერსონალი  და 41 მწვრთნელი, სასპორტო სკოლის აღმზრდელები  მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში და  ტურნირებში, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ.  ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ცხოვრების  ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მეტი მოზარდის ჩაბმას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისთვის.   მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

მოსალოდნელი შედეგი

სპორტული სკოლა მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონერებს შეუფერხებლად, ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია სკოლის მომსახურებით. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 02

440.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „ყვარლის სპეციალიზირებული საფეხბურთო სკოლა“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ბავშვთა მაქსიმალური ჩაბმა სისტემატიურად სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება.

მოსალოდნელი შედეგი

სკოლა  მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველს შეუძლია ისარგებლოს  სკოლის მომსახურებით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია  სკოლის პროფილის შესაბამისი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 03

15.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

შპს „ათლეტი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

კლუბის მიზანია მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში ხელშეწყობა, ახალგაზრდობის მოზიდვა,   ვარჯიშისთვის საუკეთესო პირობების  შექმნა.

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, წარმატებული სპორტსმენების აღმოჩენა და აღზრდა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 04

60.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - ფრენბურთის კლუბი „ყვარელი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

კლუბის ვაჟ-ფრენბურთელთა გუნდი დაფუძნების დღიდან მონაწილეობს საქ. ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის და ერთერთ ლიდერს წარმოადგენს ქვეყანაში. გუნდი დაკომპლექტებულია კახეთის 30 საუკეთესო სპორტსმენით, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-ჯერ. კლუბში  დასაქმებულია 4 ადამიანი, მათ შორის 3 მწვრთნელი და ადმინისტრატორი. პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში საქართველოს მასშტაბით.
ქვეპროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;
- მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

მოსალოდნელი შედეგი

ფრენბურთის კლუბი ფუნქციონირებს შეუფერხებლად და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფრენბურთის მოყვარულისთვის  და ვარჯიშის მსურველისთვის.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 05

26.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

შპს სარაგბო კლუბი „ბუღები“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

რაგბის ტურნინერებში მონაწილეობას იღებს 4 ასაკობრივი ჯგუფი. ორი ასაკობრივი ჯგუფი გამოდის 4 გუნდით 8-10 წლის ასაკის ბავშვებში.  სარაგბო კლუბში გაერთიანებულია 125 ბავშვი, ქალაქ ყვარლიდან, შილდიდან, ენისლიდან, გავაზიდან და ახალსოფლიდან.

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში რაგბის მიმართ  ინტერესის გაზრდა

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 06

360.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „ახალსოფლის კომპლექსური სასპორტო სკოლა“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვთა და მოზართდა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა  სისტემურად სპორტულ -გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება ,ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ცხოვრების  ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მეტი მოზარდის ჩაბმას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისთვის.   მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, წარმატებული სპორტსმენების აღმოჩენა და აღზრდა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ღონისძიებები

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 02

140.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების,   პარასპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება, მუნიციპალიტეტში სპორტული ტურნირების  დაფინანსება.

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, წარმატებული სპორტსმენების  და მათი მწვრთნელების წახალისება უკეთესი შედეგების მისაღწევად.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის სფეროს განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 01 01

530.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „ყვარლის სამუსიკო სკოლების გაერთიანება“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაწყებითი სამუსიკო განათლების 5 სკოლა. ყვარლის, ახალსოფლის, გავაზის, ჭიკაანისა და შილდის სამუსიკო სკოლები.

სამუსიკო სკოლებში 6 წლიან სამუსიკო განათლებას იღებს 250 ბავშვი. სოციალურად დაუცველი მოსწავლეები გათავისუფლებული არიან სწავლის გადასახადიდან, რაც წლის განმავლობაში შეადგენს 100 ლარს. გაერთიანებაში  დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგოგები) 61 თანამშრომელს. სამუსიკო სკოლაში ბავშვები 6 წლიან კლასიკურ მუსიკალურ განათლებას იღებენ ფორტეპიანოს მიმართულებით, ყვარლის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს მიმართულებასთან ერთად ფუნქციონირებს   ვიოლინოს კლასი.

მუსიკალური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: ბავშვებისათვის  6 წლიანი კლასიკური მუსიკალური განათლების მისაღებად შესაბამისი პირობების შექმნა;  სამუსიკო განათლების პროგრამით დადგენილ შედეგებზე ორიენტაცია, სწავლების პროცესში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; მათი მომზადება შიდა სასკოლო თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. მოსწავლეების კლასიკური მუსიკის კარგ მსმენელად ჩამოყალიბება.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული   სამუსიკო დაწყებით განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის სფეროს განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 01 02

492.9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 2 დასასვენებელი და გასართობი პარკის ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობა, დასასვენებელ პარკებში განთვსებულია სპორტული მოედნები ღონისძიებებისთვის, ამფითეატრი კულტურული ღონისძიებისათვის,  პარკში ხელოვნურ წყალსაცავზე ფუნქციონირებს წყლის ველოსიპედების სერვისი, პარკის გარშემო შესაძლებელია ველოსიპედებით სეირნობა. დასასვენებელ და გასართობ პარკებში ადგილობრივი ვიზიტორების გარდა ისვენებენ ვიზიტორები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დასასვენებელი პარკები ფუნქციონირებენ შეუფერხებლად და ერთერთ ძირითად ლოკაციებს წარმოადგენენ მოსახლეობის და ვიზიტორების დასვენება-გართობისათვის.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის სფეროს განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 01 03

2 170.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 3 კულტურის სახლი, 5 ბიბლიოთეკა.

კულტურის სახლებში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები, ქორეოგრაფიული წრეები, ფოლკლორული ანსამბლები, ბავშვთა საესტრადო წრეები. ამ წრეების სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 200 აღსაზრდელი, ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში ჩართულია 150-მდე მოსწავლე.

მუნიციპალიტეტის 5 ბიბლიოთეკაში წიგნადი  ფონდი შეადგენს 114460 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით 2000 მოსახლე.

მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან ფუნქციონირებს კ. მარჯანიშვილის  სახელობის სახალხო თეატრი და მასთან არსებული თოჯინების თეატრი. რომელიც განახორციელებს გასვლით წარმოდგენებს.

მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ცენტრის  ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, საბიბლიოთეკო ცხოვრებისადმი  მოსახლეობის ინტერესის   და ჩართულობის გაზრდა.

ყვარლის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო  ღონისძიებების, ფესტივალების, ფორუმების საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურული-შემოქმედებითი საღამოების ორგანიზება.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებები ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. კულტურის სახლების მიერ სრულად არის დაკმაყოფილებული  ქორეოგრაფიულ, ფოლკლორულ და საესტრადო წრეებზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. თეატრებში იდგმება სპექტაკლები.  ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 03

27.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ნეკრესის ეპარქია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ნეკრესის ეპარქიასთან არსებული სასულიერო სემინარიის, გრემისა და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსების ფუნქციონირების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ხდება კომუნალური გადასახადების გადახდა, საწვავის შეძენა ტრანსპორტისათვის და მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-დასუფთავებისათვის.

მოსალოდნელი შედეგი

მოვლილი სამონასტრო კომპლექსი, კმაყოფილი ტურისტი და მოსახლეობა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ახალგაზრდობის ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 03

50.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, სასწავლებლების, კურსებისა და სხვადასხვა  პროგრამების შესახებ, პროფესიული საგანმანათლებლო გადამზადების კურსების ორგანიზება ახალგაზრდებისათვის, პროფესიული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნა ახალგაზრდებისთვის მუნიციპალიტეტის ორგანოებში და კერძო სექტორში. ახალგაზრდობი ხელშეწყობა ბიზნესის განვითარებისათვის, რაიონის ჩარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოვება.

მოსალოდნელი შედეგი

ღონისძიებებში ჩართული მეტი ახალგაზრდა და მხარდაჭერილი ინიციატივები

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 04

285.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

კულტურის გაერთიანებასთან ერთად, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება რაიონში უკვე ტრადიციად ქცეული სხვადასხვა ღონისძიებების ხელშეწყობა და მათ ცივილურ, ორგანიზებულ ჩარჩოებში ჩასმა, ხორციელდება რაიონისათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული „ილიაობის“ და საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობაში ამაღლებული კულტურულ - შემეცნებითი დონე.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 11;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 05

85.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

შპს „მედიაცენტრი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ადგილობრივი გაზეთის შინაარსობრივი და მხატვრული დონის გაუმჯობესება. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს გაზეთში გამოსაქვყნებელ მასალებს, რომლებშიც აისახება: 1. ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობა, მათი ურთიერთობა საზოგადოებასთან, ასევე რეგიონალურ მმართველობასთან. 2. ეკონომიკური საკითხები, მასთან დაკავშირებული სიახლეები და პრობლემები. 3. აგრარული მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული სიახლეები. 4. სოციალური საკითხები და მის გადასაჭრელად არსებული პოლიტიკა. 5. განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენები, სიახლეები, პრობლემები. 6. მუნიციპალიტეტში მიმდინარე კულტურული და სპორტული ცხოვრება. 7. ტურიზმის სფეროს განვითარება. 8. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდობის ინტერესებს, მიღწევებს, პრობლემატურ თემებს.

მოსალოდნელი შედეგი

გაზეთის შინაარსობრივი და მხატვრული დონის გაუმჯობესების გზით გაზეთის გავრცელების რაოდენობის გაზრდა და მოსახლეობის  უკეთ ინფორმირება რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

SDG 1