ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დინანსებისათვის განისაზღვროს 2 449.4 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
2 449.4
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
317.8
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
317.8
06 01 01 01
ა(ა)იპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
317.8
06 01 01 02
ჯანდაცვის ობიექტების მშნებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია და მოვლა შენახვა
06 02
სოციალური დაცვა
2 131.7
06 02 01
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
1 336.7
06 02 02
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
300.0
06 02 03
ა(ა)იპ „ყვარლის სათნოების სახლი“
320.0
06 02 04
სარიტუალო პროგრამა
5.0
06 02 05
ჯანდაცვის პერსონალური ასისტენტის მომსახურება
170.0
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
დაფინანსება
ათას ლარში
06 01 01 01
317.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 18 სამედიცინო პუნქტი, სადაც ყოველთვე ტარდება მონიტორინგი გეგმის მიხედვით, ხდება ინფექციურ დაავადებათა სპეციფიური ღონისძიებების გატარების ორგანიზება. მოსახლეობაში პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება, გრიპით ავადობის მონიტორინგი და მისი გავრცელების ღონისძიებების განხორციელება. ეპიდ კვლევების ჩატარება და ეპიდ საწინააღმდეგო ღონისძიებების რეალიზება. მ/შ სადეზინფექციო სამუშაოების ხელშეწყობა. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა. სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებზე ჰელმინთებზე კვლევის და მკურნალობის პროგრამა. ყველა სამკურნალო დაწესებულებების, ასაცრელი კაბინეტების მომარაგება გეგმიურ აცრას დაქვემდებარებული ვაქცინებით და მათი მონიტორინგი ანტირაბიული კაბინეტის მომარაგება იმუნოგლობულინით ვაქცინით და მათი მონიტორინგი. მოსახლეობის დასკრინგვა ,,c“ ჰეპატიტზე, შიდსზე და ტუბერკულიოზზე მონიტორინგი. ნაცხის აღება ცხვირ-ხახიდან (covid-19), გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.
მოსალოდნელი შედეგი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ეპიდსიტუაციის კონტროლი და აღმოფხვრა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
SDG 3;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
1 336.7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ პროგრამაში დადგენილი წესის გათვალისწინებით უზრუნველყოფს შემდეგ სოციალურ პროგრამებს: სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება შესაბამისი პროცენტული თანაფარდობით; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა იურიდიული და ფაქტობრივი საცხოვრებელია ყვარლის მუნიციპალიტეტი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000 , დასაფინანსებელი საყოველთაო დაზღვევის მიღმა დარჩენილი თანხა განისაზღვროს: 300 ლარამდე სამედიცინო ღირებულების შემთხვევაში -100%-ით, 500 ლარამდე -60%-ით, 500 ლარიდან -1000 ლარამდე -50 %-ით. ათასიდან ზევით 30%, არაუმეტეს 1000 ლარისა; ქრონიკული (სახელმწიფო დაფინანსების მიღმა დარჩენილი) მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისათვის , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000 ქულას, მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით წელიწადში, ხოლო ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული მკურნალობა, კვლევა, მედიკამენტები, ერთჯერადი ფინანსური დახმარება) თანადაფინანსება მოხდება წლიური 2000 ლარის ლიმიტის ფარგლებში. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების დაფინანსება თვეში 200 (ტრანსპორტირების, მედიკამენტების) ლარის ოდენობით, ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულთა დახმარება წელიწადში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, იშვიათი, თანდაყოლილი მძიმე პათოლოგიის (ჰემოფილია, ცელიაკია, ფენილკეტონურია და სხვა), დაავადებულ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით, 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის, 7 წლამდე ასაკის, ბავშვთა ადრეული განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის თანადაფინანსება წლიური 800 (რვაასი) ლარი. ელექტროენერგიის საფასურის თანაგადახდა დევნილებს, მარტოხელა მშობლებსა და ომის ვეტერანებს ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობით. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით და სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ქირის თანხით დაფინანსება განხორციელდება ყოველთვიურად 80-150 ლარის ფარგლებში; აგრეთვე, სათბობი საშუალებების, კერძოდ კი შეშის შეძენა 150 (ასორმოცდაათი) ლარი და 1,5 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტების შეძენა არა უმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა, სოფელ გრძელიჭალაში 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება განისაზღვროს ყოველთვიური 100 ლარის ოდენობით. 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრების დაფინანსება მოხდეს წელიწადში ერთხელ 500 ლარის ოდენობით,- აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტის „საქმიანობათა ცენტრი ყვარელში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ თანადაფინანსება წლის განმავლობაში 59,7 ათასი ლარით.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის და სოციალური პირობების გაუმჯობესება.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
SDG1; SDG 3;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02
300.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა მოიცავს შემდეგ ბენეფიციარებს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალშობილის დახმარებას (პირველ და მეორე ბავშვზე - 300 ლარი, 2 ტყუპის დაბადების შემთხვევაში - 600 ლარი). მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი და აქედან სამი მაინც არასრულწლოვანი, წელიწადში სამჯერ დღესასწაულებზე გამოეყოფათ ფინანსური დახმარება 100 (ასი) ლარი და იზრდება ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარით. ამ პროგრამით ისარგებლებს 300-ზე მეტი ბენეფიციარი. რეინტეგრირებული ბავშვიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 ლარი.
ბავშვთა რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებულია 50,0 ათასი ლარი წლის განმავლობაში.
საქ. მთავრობის N322 განკარგულებით გამოყოფილი მიზნობრივი ტანსფერის ფარგლებში (50,0 ათ. ლარი) მოხდება კრიზისულ სტუაციებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 4 000 (ოთხიათასი) ლარისა.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის და სოციალური პირობების გაუმჯობესება.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
SDG1;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ „ყვარლის სათნოების სახლი“
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03
320.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „ყვარლის სათნოების სახლი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქ. ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული მოხუცების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეში ერთჯერადი კვება უფასო სასადილოში. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის ბენეფიციართან კვირაში ორჯერ საკვების მიწოდება ოჯახში.
მოსალოდნელი შედეგი
უკიდურესად შეჭირვებული მოხუცების დაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკვების ხელმისაწდომობაზე მდგომარეობის გაუმჯობესება პროგრამით შესაძლებელი იქნება 260 ბენეფიციარის კვებით უზრუნველყოფა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
SDG1; SDG 2;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სარიტუალო ხარჯი
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
5.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) მებრძოლთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა ფინანსური დახმარება 350 ლარის ოდენობით, ხოლო როდესაც გარდაცვლილს არ ჰყავს ოჯახი ან ახლობელი, ვინც იზრუნებს სარიტუალო მომსახურებაზე, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით გაიცემა ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარების სოციალური პირობების გაუმჯობესება.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
SDG1;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნვველყოფა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05
170.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმართულია ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.
შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით.
მოსალოდნელი შედეგი
მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისი , რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღებას.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
SDG