1. მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფ დახმარების საზოგადოებებს, ისეთებს, როგორიცაა წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ორგანიზაციები, შეუძლიათ შესთავაზონ სამსახური შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ თავისი ტრადიციული ფუნქციების შესრულების მიზნით. სამოქალაქო მოსახლეობას საკუთარი ინიციატივით შეუძლია შესთავაზოს დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა თავმოყრისა და მოვლის მიზნით.
2. თუ სამოქალაქო მოსახლეობა განიცდის უკიდურეს გაჭირვებას საარსებოდ აუცილებელი საშუალებების – როგორიცაა სურსათი და სამედიცინო საშუალებები – მოწოდების უკმარისობის გამო, დაინტერესებული მაღალი ხელშემკვრელი მხარის თანხმობით უნდა განხორციელდეს სამოქალაქო მოსახლეობის დახმარების ოპერაციები, რომელიც მხოლოდ ჰუმანიტარულ და მიუკერძოებელ ხასიათს ატარებს და ხორციელდება ყოველგვარი საზიანო განსხვავების გარეშე.
ნაწილი V
დასკვნითი დებულებე