1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, განხორციელების კოორდინაციას, მონიტორინგსა და შეფასებას, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საკრებულო შედგება 26 წევრისაგან, რომელთაგან 15 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 11 წევრი – მაჟორიტარული წესით.
3. საკრებულო აირჩევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
4. საკრებულოს წევრთა რაოდენობა და არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“