საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება – საკრებულოს მიერ საქმიანობა ხორციელდება კანონის საფუძველზე, კანონის შესაბამისად და კანონით დადგენილ ფარგლებში;

ბ) საჯაროობა და გამჭვირვალობა – რაც მოიცავს: ინფორმაციის საჯაროობას, გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების პროცესის საჯაროობას და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის საჯაროობას. საკრებულოს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის საფუძველზე უზრუნველყოფილია ადგილობრივ მოსახლეობის უფლება აკონტროლოს გადაწყვეტილების შემუშავების, მიღებისა და აღსრულების პროცესი და მოახდინოს საჯარო ზეგავლენა ამ პროცესზე;

გ) ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობა – რაც გულისხმობს თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოთა ჰარმონიულ და ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას;

დ) კოლეგიურობა; საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა – საკითხთა მომზადების, განხილვისა და გადაწყვეტილების პროცესში განსხვავებულ აზრთა პატივისცემა და პლურალიზმი, წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა და ორიენტაცია კონსენსუსის მიღწევაზე;

ე) დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა საკითხების გადაწყვეტაში – საკრებულო კანონით დადგენილ საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. საკრებულო უფლებამოსილების განხორციელებისას შეზღუდული არ არის პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. კანონი კრძალავს საკრებულოსა და საკრებულოს წევრებისთვის დირექტივების მიცემას ან იძულებას (ადმინისტრაციული, პოლიტიკური, ფინანსური, თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით) საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ვ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა – საკრებულოს კომისიები, თუ სამუშაო ჯგუფები უნდა შედგეს საკრებულოში წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვით;

ზ) ანგარიშვალდებულება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება – საკრებულო თავის საქმიანობისა და უფლებამოსილების განხორციელებაზე მხოლოდ ამომრჩეველთა წინაშეა ანგარიშვალდებული. ამ პრინციპის რეალიზება უკავშირდება როგორც საჯაროობის დაცვას, ასევე საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობის წინაშე სავალდებულო პერიოდულ ანგარიშგებას და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებას საკრებულოს წინაშე;

თ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა – რაც გულისხმობს საკრებულოს ვალდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნას ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის;

ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის დაცვა – საკრებულო გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ხელმძღვანელობდეს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთო სახელმწიფო ინტერესებით. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს სახელმწიფო ინტერესებთა