1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს     პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, მერს, საკრებულოში ამ საკითხზე რეგისტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.

3. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.

4. საკრებულოს წევრები იკავებენ მხოლოდ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს, რომელსაც განსაზღვრავს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.

5. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან ამ რეგლამენტით დადგენილი წესრიგი.

6. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების რადიო- და/ან ტელეტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით.

7. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატ