ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;
გ) საკრებულოს კომისიის შექმნა და გაუქმება; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;
დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულების დამტკიცება;
ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ვ) საკრებულოს სამუშაო გეგმის დამტკიცება;
ზ) საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;
თ) საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა;
ი) შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
კ) ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების (საბჭო, კომიტეტი და სხვა) შექმნა და გაუქმება, მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა;
ლ) საკრებულოს წევრის მოწმობის ნიმუშის დამტკიცება;
მ) საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება;
ნ) ეთიკის საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება;
ო) საკრებულოს წევრის წახალისების წესის დამტკიცება;
პ) საკრებულოს საქმიანობაში საკრებულოს წევრის დისტანციურად მონაწილეობის წესის დამტკიცებ