აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
ბ) მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცება, ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
გ) მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;
დ) მერისთვის უნდობლობის გამოცხადება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “დადგენილი წესით;
ე) მერის და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის და ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცება;
ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრა; მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ყოველწლიური გეგმების დამტკიცება. ანგარიშის მოსმენა და შეფასება მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებისა და მიღებული შედეგების შესახე