მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;

ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

დ) მუნიციპალიტეტის გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის – ტექნიკური) და წყალარინების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების პროექტების დამტკიცება;

ე) მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგულირების წესების დადგენა;

ვ) მერის წარდგინებით მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

ზ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების წესის დამტკიცება;

თ) ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ფორმის და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცება;

ი) იმ დასახლებების განსაზღვრა, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა;

კ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა;

ლ) შინაური (გარდა შინაური ბინადარი) ცხოველების ყოლის წესების დამტკიცება;

მ) შინაური ბინადარი ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობის, გასეირნების, მგზავრობისა და ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მოთხოვნების წესების დამტკიცება;

ნ) გადაწყვეტილების მიღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში პოპულაციების მართვის (მათ შორის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, მონიტორინგისა და თავშესაფრების ორგანიზების) უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. გატარებულ ღონისძიებათა თაობაზე ანგარიშების მოსმენა და შეფასებ