მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;

ბ) ურბანული დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება;

გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება;

დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების დამტკიცება;

ე) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და საბჭოს დებულების დამტკიცება;

ვ) მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცება ერთობლივი ნორმატიული აქტით;

ზ) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის, დაგეგმარების გეგმის და გენერალური გეგმის დამტკიცება. განაშენიანების გეგმის კონცეფციის, განაშენიანების გეგმის და განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება;

თ) მერისათვის თანხმობის მიცემა მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საჭიროების შესახებ;

ი) კანონით დადგენილი წესით შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრებისა და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენა;

კ) მაღალი ურბანული ღირებულების არეალების განსაზღვრა და მათი სათანადო ესთეტიკური პარამეტრებით რეგულირება;

ლ) მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად გაცემის მომსახურების წესისა და საფასურის ოდენობის დადგენ