1. ამ წესის ამოქმედებამდე გამოვლენილი, მაგრამ ჩამოუწერელი ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს ამ წესის შესაბამისად, თუ აღნიშნული ქონების მდგომარეობა და ჩამოწერის საფუძველი სათანადოდ დასტურდება.

2. ამ წესის ამოქმედებიდან მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ მათ საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის მოწესრიგება.

3. ამ წესით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისა