1. მუნიციპალიტეტი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორი/დამფუძნებელი, ახორციელებს კანონმდებლობითა და იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
2. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში იურიდიული პირი ვალდებულია წარადგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების მდგომარეობის, ინვენტარიზაციის, ჩამოწერისა და შემდგომი განკარგვის შესახებ.
3. მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობა საინვენტარიზაციო ან ჩამოწერის კომისიაში არ ცვლის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
კონტროლი და პასუხისმგებლო