1. ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება ქონების ლიკვიდაცია.
2. ლიკვიდაციის პროცესში უნდა დადგინდეს:
ა) შესაძლებელია თუ არა ქონების ცალკეული ნაწილების შემდგომი გამოყენება;
ბ) წარმოიქმნება თუ არა ჯართი ან სხვა რეალიზებადი მასალა;
გ) წარმოიქმნება თუ არა ვარგისი სათადარიგო ნაწილები;
დ) საჭიროებს თუ არა ქონება სპეციალურ უტილიზაციას;
ე) არსებობს თუ არა გარემოსდაცვითი, სანიტარიული ან სხვა სპეციალური მოთხოვნები.
3. ლიკვიდაცია ხორციელდება შესაბამისი აქტით, რომელშიც აისახება მიღებული შედეგები.
4. იმ ქონების მიმართ, რომლის განადგურება ან უტილიზაცია სპეციალურ წესებს ექვემდებარება, გამოიყენება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების აღრიცხვა და განკარგ