1. ძირითადი საშუალების ჩამოწერის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ფიზიკური ცვეთა, რომლის შედეგადაც ქონება აღარ აკმაყოფილებს მისი გამოყენებისთვის აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს;
ბ) მორალური მოძველება, როდესაც ქონება ტექნიკურად გამართულია, მაგრამ მისი გამოყენება აღარ არის მიზანშეწონილი თანამედროვე ტექნოლოგიური ან ფუნქციური მოთხოვნების გათვალისწინებით;
გ) ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენა ტექნიკურად შეუძლებელია;
დ) ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენა ან შეკეთება ეკონომიკურად არარენტაბელურია;
ე) ქონების ფუნქციური დანიშნულების დაკარგვა;
ვ) ქონების შემდგომი გამოყენების შეუძლებლობა;
ზ) ქონების განადგურება სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის ან სხვა შემთხვევის შედეგად;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. ქონების სრული ამორტიზაცია თავისთავად არ წარმოადგენს მისი ჩამოწერის საკმარის საფუძველს, თუ ქონება ფაქტობრივად გამოსადეგია და გამოიყენება იურიდიული პირის საქმიანობაში.
3. ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას და შესაბამის დასაბუთებას.
ტექნიკური მდგომარეობის დადგენა და შეფასე