1. კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების სათანადო აღრიცხვა და პერიოდული ინვენტარიზაცია.
2. ინვენტარიზაცია ტარდება:
ა) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით;
გ) მუნიციპალიტეტის, როგორც პარტნიორის/დამფუძნებლის მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ხელმძღვანელის ცვლილების, ლიკვიდაციის ან სხვა შესაბამის შემთხვევაში;
ე) ქონების დაკარგვის, დაზიანების ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოების გამოვლენისას.
3. ინვენტარიზაციის ჩატარებისას დგინდება:
ა) ქონების ფაქტობრივი არსებობა;
ბ) ქონების დასახელება და საინვენტარო ნომერი;
გ) რაოდენობა;
დ) ტექნიკური და ფიზიკური მდგომარეობა;
ე) ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები;
ვ) პირვანდელი ღირებულება;
ზ) დაგროვილი ცვეთა;
თ) ნარჩენი საბალანსო ღირებულება;
ი) ქონების გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობ