1. ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის მიზნით იურიდიული პირის ხელმძღვანელი ქმნის საინვენტარიზაციო კომისიას.

2. კომისიის შემადგენლობაში საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შედიოდნენ:

ა) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი;
ბ) ბუღალტერი/ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი;
გ) შესაბამისი დარგის სპეციალისტი;
დ) მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი – მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ან მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) სხვა მოწვეული სპეციალისტი.

3. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი კომისიის წევრად შეიძლება განისაზღვროს, თუმცა მას არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში არსებული ქონების მდგომარეობის საბოლოო შეფასებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში.

4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმ