1. ეს წესი ვრცელდება მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებშიც მესტიის მუნიციპალიტეტი ფლობს საკონტროლო წილს/მონაწილეობას, კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც ირიცხება მის ბალანსზე.

3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერა და განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ წესის შესაბამისი დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.

4. თუ კონკრეტული ქონების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სპეციალური წესი, გამოიყენება სპეციალური წეს