1. ქონების ტექნიკური მდგომარეობა, როგორც წესი, დგინდება საინვენტარიზაციო კომისიის მიერ.

2. თუ ქონების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, კომისია ვალდებულია მოითხოვოს შესაბამისი სპეციალისტის ან ექსპერტის მონაწილეობა.

3. სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნაში უნდა მიეთითოს:

ა) ქონების ტექნიკური მდგომარეობა;

ბ) დაზიანების ან გაუმართაობის მიზეზი;

გ) მისი აღდგენის შესაძლებლობა;

დ) აღდგენის სავარაუდო ხარჯი, თუ ამის განსაზღვრა შესაძლებელია;

ე) შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა;

ვ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებ