1. დამოუკიდებელი შემფასებლის ჩართვა სავალდებულოა, თუ ამის აუცილებლობა გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან ან კონკრეტული ქონების ხასიათიდან.
2. დამოუკიდებელი შემფასებლის ჩართვა შეიძლება ასევე განხორციელდეს:
ა) მაღალი ღირებულების ქონების შემთხვევაში;
ბ) ქონების სავარაუდო ნარჩენი ღირებულების მნიშვნელოვანი ოდენობის არსებობისას;
გ) ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში;
დ) კომისიის მიერ ღირებულების დამოუკიდებლად განსაზღვრის შეუძლებლობისას;
ე) ინტერესთა კონფლიქტის ან სხვა რისკის არსებობისას;
ვ) მუნიციპალიტეტის, როგორც პარტნიორის/დამფუძნებლის, მოთხოვნის შემთხვევაში;
ზ) სხვა დასაბუთებულ შემთხვევაში.
3. შემფასებლის მომსახურების შესყიდვა და დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი იურიდიული პირის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
4. შეფასების საჭიროების არსებობა არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა აუცილებელია თითოეული ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებისთვის.
ჩამოწერის გადაწყვეტილების მიღე