1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს:

ა) იურიდიული პირის საქმიანობაში გამოყენებით;

ბ) იურიდიული პირის სხვა ქონებაში ჩართვით;

გ) რეალიზაციით;

დ) შესაბამისი წესით უტილიზაციით;

ე) სხვა კანონიერად დასაშვები ფორმით.

2. რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, იურიდიული პირის წესდებისა და მუნიციპალიტეტის, როგორც პარტნიორის/დამფუძნებლის, უფლებამოსილების გათვალისწინებით.

3. ნარჩენი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ექვემდებარება შესაბამისი იურიდიული პირის ბუღალტრულ აღრიცხვას და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობისა და იურიდიული პირის წესდების შესაბამისად.

4. თუ ნარჩენი ქონების განკარგვა მოითხოვს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს თანხმობას, ასეთი თანხმობა მიიღება კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

თავი VIII

საბუღალტრო აღრიცხვა და დოკუმენტაც