1. ქონების ჩამოწერის საკითხის განხილვის საფუძველს წარმოადგენს:

ა) ინვენტარიზაციის აქტი;

ბ) ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნუსხა;

გ) კომისიის დასკვნა;

დ) ტექნიკური მდგომარეობის აქტი ან შესაბამისი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა საჭიროების შემთხვევაში;

ე) შეფასების დასკვნა, თუ ასეთი შეფასება განხორციელდა;

ვ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქონების ჩამოწერის საფუძველს.

2. ჩამოსაწერი ქონების ნუსხაში, სულ მცირე, მიეთითება:

ა) რიგითი ნომერი;

ბ) ქონების დასახელება;

გ) საინვენტარო ნომერი;

დ) რაოდენობა;

ე) შეძენის/ბალანსზე აყვანის წელი;

ვ) პირვანდელი ღირებულება;

ზ) დაგროვილი ცვეთა;

თ) ნარჩენი საბალანსო ღირებულება;

ი) ტექნიკური მდგომარეობა;

კ) ჩამოწერის საფუძველი;

ლ) სავარაუდო ნარჩენი ღირებულება, არსებობის შემთხვევაშ